პროექტი „სკოლის შემდეგპროექტი Music Schoolპროექტი Sunday Café
ხსნის არმიის ფონიჭალის კორპუსში ფუნქციონირებს პროექტი „სკოლის შემდეგ“, რომელიც მიზნად ისახავს I – VI კლასის მოსწავლეების დახმარებას საშინაო დავალებების მომზადებაში. ბავშვები სკოლის შემდეგ მოდიან გახანგრძლივებულ ცენტრში სადაც დამოუკიდებლად წერენ საშინაო დავალებებს. პედაგოგები მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევენ დახმარებას მოსწავლეებს თუ მოსწავლემ ვერ ამოხსნა ან ვერ გაითავისა სკოლაში მიცემული დავალებები. ტარდება
დამატებითი გაკვეთილები, თემა: მეცნიერება, ისტორია, ხელსაქმე, პირადი ჰიგიენა, სპორტი და ა.შ. ეს ყველაფერი ტარდება იმ თავისუფალ დროში რომელიც რჩება გაკვეთილების მომზადების შემდეგ. ბავშვებისთვის შექმნილია ყველანაირი კომფორტი – ზამთარში სითბო, ცხელი წყალი… აქვთ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების და ამობეჭვდის საშუალება, დაფასთან მუშაობის საშუალება და ა.შ. პროექტი ითვალისწინებს ერჯერად კვებას (სადილი). ვახორციელებთ სეზონურ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში და სხვადასხვა საზეიმო, გასართობ ღონისძიებებს და ა.შ გახანგრძლივებულს ემსახურება: 2 პედაგოგი, კვალიფიციური მზარეული და დამლაგებელი. პროექტი მუშაობს კვირაში სამი დღე 12:00 – 17:00 საათამდე. ეს პროექტი დიდი მხარდაჭერაა მშობლებისთვის, რომლემლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და არ ღელავენ იციან რა, რომ მათი შვილები იმყოფებიან ხსნის არმიის გახანგძლივებულ ცენტრში. გახანგრძლივებული ცენტრის კარი ღიაა ნებისმიერი ეროვნების და მრწამსის მოსწავლეთათვის.

afterschool2
Afterschool
“Music School” – პროექტი, სადაც ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შეისწავლონ დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე : აკუსტიკური გიტარა, პიანინო, დასარტყამი ინსტრუმენტი, ელეკტრო და ბასს გიტარა.

Music Classes
Music Classes2
Music Classes3

“Sunday Café” – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც ტარდება ყოველ კვირა დღეს 18:00 ფონიჭალის კოპრუსში. ამ დროს ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მოსვლა იმისთვის რომ გაატაროს საღამო თბილი გარემოში, სადაც არის ცოცხალი მუსიკა, უფასო Wi-Fi, საინტერესო დისკუსიები, კონკურსები, კინო დიდ ეკრანზე და კიდევ ბევრი რამ, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების დასვენებას და განტვირთვას.

Sunday Cafe 1
Cafe4
Cafe3
Cafe2