ლაგოდეხის პირობების უმჯობესობა

ქალაქი ლაგოდეხი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. იგი გარშემოტყმულია კავკასიის მთებით, იქვე ახლოს არის განლაგებული  დაცული ეროვნული პარკი.

ერთ-ერთ ქუჩაზე განლაგებულია ხსნის არმიის ცენტრი, სადაც მიმდინარეობს  ქრისტიანული შეკრებები, სკოლის შემდეგ პროგრამები, ბიბლიის შესწავლა და ქალთა ჯგუფები.

The huge field which is at the back of The Salvation Army centre

მინდორი განლაგებული ხსნის არმიის ცენტრის უკან

The site is next to homes which have their own livestock. It is important for the site, which is to host families to be free from animals, so a planning meeting takes place about putting up a secure fence March 2016

მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახლებს შორის, სადაც მოსახლეობას ჰყავს საკუთარი შინაური ცხოველები. 2016 წლის მარტში მოხდა შეხვედრა მშენებლობა და დაიგეგმა ახალი ღობის მშენებლობა.

image007

 

 

 

 

 

 

 

ცენტრს ეკუთვნის დიდი ფართობის ტერიტორია, რომელიც საჭიროებს პირობების გაუმჯობესებას. საჭიროა ახალი ღობის დაყენება, აბაზანის პირობების გაუმჯობესება, რემონტი სასადილოში. მომავალში ეს ადგილი გახდება  დასვენებისთვის შესაფერისი.

„ხსნის არმიას“ აქვს იმედი, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გაატაროს აქ დრო, არამედ თბილისიდან ჩამოსული ოჯახებიც შეძლებენ დასვენებას. ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ  ცვლილებები.

 

რა თქმა უნდა რემონტისათვის საჭირო იყო ფინანსები. 2015 წლის ოქტომბერში,გაიმართა მარათონი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონალური მეთაური, მაიორი ჯილიან ჯექსონი, ლეიტენანტი თემო გალუსტიანი და ქლერ უასბროვი. მარათონის შედეგად  მოხერხდა თანხის დაგროვება. საქართველოს რეგიონი მადლობას უხდის ასევე ბრიტანულ კორპუსს „ ბრომლს“, რომელსაც აქვს ლაგოდეხის კორპუსის დახმარების პროექტი „ხიდი“ 2017. „ბრომლის“ კორპუსის ფონდი მოხმარდება 180 მეტრიანი ღობის  დაყენებას  ლაგოდეხის კორპუსში. ღობის პანელები თითქმის მზადაა და 2016 წლის მაისში დამონტაჟდება.

23 აპრილს გაიმართა ტერიტორიის დასუფთავება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოხალისეები.

მშრალი ხეები დაჭრილია, და იქნება გამოყენებული  ბანაკში კოცონების დასანთებად.

image011
image009
image013

განახლება 01.07.2016

„ხსნის არმიის“ ლაგოდეხის კორპუსში სამ კვირაში უკვე გაემგზავრებიან ბავშვები. ისინი ჩამოვლენ ბათუმიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და ლაგოდეხიდან, რათა ერთად გაერთონ, მოისმინონ სემინარები, გაიარონ სწავლება და თაყვანი სცენ უფალს.

სამუშაო მიმდინარეობს წარმატებულად, კორპუსში მიმდინარეობს განახლებები. რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაითხარა და გამზადდა ახალი სადრენაჟო ორმოები, რომლებსაც შეუერთდება საშხაპე, საპირფარეშო და სამზარეულო. საშხაპეებში დამონტაჟდა ახალი კარ-ფანჯარა. ყველაფერი ეს ძალიან სასარგებლო იქნება ბავშვებისათვის, განსაკუთრებით ბანაკის ცხელ დღეებში.

image001
image002
image003