„ხსნის არმია“ არის ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მოწყობილია სამხედრო ჩაცმულობის სტილით. ეს არის ჯარი იარაღის გარეშე. მსოფლიო მასშტაბით, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი. მათ შემადგენლობაში შედიან  ჯარისკაცები, ოფიცრები და მიმდევრები, რომლებსაც უწოდებენ მხსნელებს. მისი დამფუძნებლები ქეთრინი და უილიამ ბუტი, ცდილობდნენ გაჭირვებულები ეხსნათ შიმშილისა და გასაჭირისაგან, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი გზით.

Catherine BoothWilliam Booth

ამჟამად „ხსნის არმია“ მუშაობს 128 ქვეყანაში და თითოეულში გააჩნია შენობები, რომლებსაც უწოდებენ კორპუსებს. ხალხი კორპუსებში მიდის საიმისოდ, რომ ილოცონ და ადიდონ უფალი. თაყვანისცემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის სიმღერა და ქადაგება. სიმღერის რეპერტუარი და კონტექსტი ისეთ ნაირად არის შედგენილი, რომ თავისუფლად შეიძლება იქნას შესრულებული გიტარით, დასარტყამი ინსტრუმენტით ან თუნდაც სასულიერო ორკესტრის გაფორმებით. „ხსნის არმია“ დაკავებულია მრავალფეროვანი საქმიანობით, მაგალითად გააჩნია საქველმოქმედო მაღაზიები, უზრუნველყოფს ხალხს უსახლკაროთა თავშესაფრით, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩაბმულია საბავშვო და ხანდაზმულთა პროგრამებში.

„ხსნის არმიის“ მრწამსი შეესაბამება ქრისტიანულ რწმენას, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიურ სწავლებაზე. მისი დოქტრინები იდენტურია ნებისმიერი ევანგელურ-პროტესტანტულ სახელწოდებების მქონე სარწმუნოებასთან. მისი მიზნები შეიძლება იყოს დაახასიათებული შემდეგნაირად “იხსნა სულები, აღზარდო წმინდანები და ემსახურო ტანჯულ კაცობრიობას.”

„ხსნის არმია“ დაფუძნდა 1865 წელს ლონდონში, ყოფილი მქადაგებელი მეთოდისტის უილიამ ბუთის მიერ. თავდაპირველად ერქვა “აღმოსავლეთ ლონდონის ქრისტიანული მისია”, მაგრამ 1878 წელს მისიას სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს „ხსნის არმია“ რომლის გენერალი გახლდათ უილიამ ბუთი. სწორედ მან გააცნო ხალხს სამხედრო სტრუქტურა რომლის სახე დღემდეა შენარჩუნებული. ამჟამად „ხსნის არმიის“ გენერალური ლიდერი გახლავთ ანდრე კოქსი, რომელიც უზენაესი საბჭოს მიერ, 2013 წელს იქნა არჩეული.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობასთან შეხვედრების შემდგომ, გადაწყდა „ხსნის არმიის“ საქართველოში მიწვევა, რომელიც 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში მდებარე 8 ფილიალს შორის განაგრძობს მუშაობას. ეს ცენტრები მდებარეობს ბათუმში, ლაგოდეხში, თბილისსა და რუსთავში.

„ხსნის არმიის“ კორპუსებში ისევე, როგორც საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიებში, იმართება ყოველკვირეული წირვა. დამატებითად, სხვა აქტივობებთან ერთად, მთელი კვირის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ცენტრს საიმისოდ რომ შეიტყოთ მეტი ინფორმაცია.

„ხსნის არმია“ მრწამსის განურჩევლად, უკვე მრავალი წელია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს საქართველოს. იგი მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ გაჭირვებაში მყოფ პიროვნებას. აქედან გამომდინარე ჩვენი ლოზუნგია „ რწმენა მოქმედებაში“.

რეგიონალური მეთაურები

2017 წლის აგვისტოს მაიორები რეი და ქარელ ბეგლები დაინიშნენ ხსნის არმიის საქართველოს რეგიონის ლიდერებად.
მანამდე ისინი მსახურებას ეწეოდნენ ინგლისის და ავსტრალიის კორპუსებში, ასევე დივიზიის და ტერიტორიის შტაბბინებში. მაიორი რეი ასევე იყო გადაუდებელი დახმარების ოფიცერი ახალ ზელანდიაში, ნიგერიაში, ინდონეზიასა და რუანდაში.
ორივე მაიორს, რეი და ქარელს განსაკუთრებით უხარიათ უფალთან მოსული და შეცვლილი ადამიანეის ნახვა