სოციალური მსახურება ხსნის არმიის ეკლესიაში ერთ-ერთი მთავარი მსახურებაა, ხსნის არმიის დევიზიც ამას მოწმობს : „ღმერთს -გული, კაცს-ხელი“. როგორც იაკობის წერილი ამბობს: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც, თუ საქმენი არ გააჩნია თავისთავად მკვდარია.(იაკობი 2:15-17)
როგორც ხსნის არმიის დამაარსებელი გენერალი უილიამ ბუთი ამბობდა:
„სანამ ქალები ტირიან როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ პატარა ბავშვები შიმშილობენ , როგორც ახლა მე ვიბრძშოლებ; სანამ კაცები გამოდიან ციხიდან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან ციხეში, როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ არის თუნდაც ერთი მიუსაფარი ლოთი, სანამ არის თუნდაც ერთი დაკარგული ღარიბი გოგონა ქუჩაში, სანამ არის თუნდაც ერთი ბნელი სული, უფლის ნათლის გარეშე დარჩენილი, მე ვიბრძოლებ-ვიბრძოლებ ბოლომდე!“
და ჩვენ ხსნის არმიის ოფიცრები საქართველოს რეგიონის მასშტაბით მზად ვართ , დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეროვნული წარმოშობისა.
სოციალური პროეტების ფარგლებში დახმარება გაეწია დუშეთის ინვალიდთა კავშირს, საკვები პროდუქტებით, თბილი საბნებით მეორადი ტანსაცმლით, ასევე ბარისახოს მოსახლეობას დაურიგდა თითო ტომარა პურის ფქვილი.
ხსნის არმიის სოციალურმა პროგრამამ ასევე დახმარება გაუწია ტყიბულის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირს, მათ გადაეცათ ბავშვებისათვის თბილი ქურთუკები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები.
აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე ზესტაფონის კართაზისთან , ჩავიტანეთ სოციალურად დაცველი ბავშვებისათვის თბილი ქურთუკები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები.
ხსნის არმია ასევე დაეხმარა ხურვალეთის მოხუცებულთა სახლს „სახლი საზღვრებს გარეშე“- საშობაოდ გადაეცათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები, ასევე მოხუცებულებისათვის პროტეზის გელი ‘კორეგა“.