რა არის „ხსნის არმია“?

პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად იცნობს ადამიანი ორგანიზაციას. ვიღაც იტყვის: „ეს გახლავთ ჩემი საყვარელი მაღაზია“ – და იგულისხმებს ჩვენს საქველმოქმედო მაღაზიებს. სხვა იტყვის „ისინი ეხმარებიან უმწეოთ!“ მესამემ შესაძლოა თქვას „მათ კარგი სასულე ორკესტრები ჰყავთ!“ ხოლო მეოთხე განაცხადებს „ეს ჩემი ეკლესიაა!“ 

არც ერთი ჩამოთვლილთაგანი არ გახლავთ მცდარი, თუმცაღა ყოველი მათგანი, მხოლოდ სიმართლის ნაწილია. მე შემიძლია ჩამოვთვალო კიდევ ბევრი რამ, რაც მიუთითებს ვინ ვართ ჩვენ. 

ჩემთვის, „ხსნის არმია“ – ეს არის მისია; ხოლო მისია გახლავთ იესოს სიცოცხლის მოტანა თანამედროვე საზოგადოებაში. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია საქველმოქმედო მაღაზიით, პროექტით, რომელიც შეამცირებს სიღარიბის მასშტაბებს, სასულე ორკესტრით, ეკლესიით/კორპუსით ან იმ საშუალებით, რაც ჯერ გონებაში არც კი დაგვბადებია. სწორედ ამიტომაც აქვს „ხსნის არმიას“ მისიის ამდენი სახის გამოვლინება. 

ბოლო ოც ნამუშევარში, მე ყურადღებას ვამახვილებდი გენერალ ბრაიან ფედლის „მოწოდება მისიისაკენ“. საშიშროება ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ამის კეთება მაშინაც, როდესაც მისიაზე აღარ ვიქნებით ორიენტირებულნი. მაღაზიამ, პროექტმა, ორკესტრმა, კორპუსმა თუ ჩვენი არაერთი მისიის რომელიმე გამოვლინებამ, შესაძლოა ჩაანაცვლოს მთავარი ფოკუსი, რომელიც გახლავთ ჩვენი მისიის შესრულების ერთადერთი მიზეზი. 

წლების წინ, მე სათავეში ვედექი დიდ, საკმაოდ ტრადიციულ „ხსნის არმიის“ კორპუსს. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კორპუსის ყველაზე აქტიური წევრები, ქადაგებისას მე ვთქვი შემდეგი რამ: 

„თუკი ღმერთისთვის შესაძლებელი იყო სიკვდილი, და მან ნამდვილად გადაწყვიტა სიკვდილი, მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა ამ კორპუსს ამის აღმოსაჩენად! თუმცაღა, ჩვენ განვაგრძობდით იმის კეთებას, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი მომხდარა“. 

გარკვეულწილად, ეს გახლდათ „გამოღვიძების მოწოდება“, და მოგვიანებით გამოხმაურება იყო ძლიერი ემოციური გამოხატულება. ახალგაზრდა ჯარისკაცი მომიახლოვდა და მითხრა: „თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მართალი იყავით, და შევშინდი. თუმცა, შემდეგ გავიფიქრე, თუ ღმერთი ნამდვილად მოკვდა, მე მჯერა, რომ იოსტინი ამას აღმოაჩენს, და დარწმუნებული ვარ, გვეტყვის!“ გარკვეულწილად, ეს გახლდათ ხუმრობა, თუმცა ვიგრძენი, რომ მან იგრძნო უწყების სერიოზულობა. 

ყოველ ჯერზე, ჩვენთვის საჭიროა შეგვახსენონ „მისია უპირველეს ყოვლისა!“ გენერალმა შეგვახსენა. ჩვენც უნდა შევახსენოთ ერთმანეთს: ჩვენ იესოს ცხოვრება უნდა გავავრცელოთ იქ, სადაც ვიმყოფებით. მისია არ გახლავთ ის, რასაც ვაკეთებთ, არამედ ის, რითიც ვცხოვრობთ. 

ისევე როგორც, მრავალი წლის წინ მე შემეძლო ახალგაზრდა ჯარისკაცისთვის მეთქვა, კვლავაც ვადასტურებ: 

„ღმერთი არ არის მკვდარი, იგი არასოდეს მოკვდება, მან გაიმარჯვა სიკვდილზე და აღდგა საფლავიდან. იგი შენში ცოცხლობს!“

„ციური მანნა“ დღეისათვის: 

იცხოვრე მისიით!

…. და გისურვებ ბედნიერ ზაფხულს 
——————————————–