ცხოვრების ატრიბუტები

თუ თქვენი მისიაა ქრისტეს ცხოვრების ადამიანებამდე მიტანა, მნიშვნელოვანია, რომ მე ვიცოდე მისი ცხოვრების ატრიბუტები. თუ მე მეცოდინება რა არის ის ატრიბუტები, იგი ასევე გახდება ჩემი ცხოვრების ატრიბუტებიც. რადგანაც, მის მსგავსად, ჩვენც ვართ ამ სამყაროში (1).

გასულ კვირას მე ყურადღება გავამახვილე ზოგიერთ ატრიბუტზე, რომელიც ეხება იესოს შვიდი „მე ვარ“ განაცხადს იოანეს სახარებიდან, და მე ჩავრთე „მე ვარ“ როგორც ერთ-ერთი ატრიბუტი. „ყოფნა“ არის ჩვენი, როგორც ადამიანური „არსებების“ იდენტურობის მნიშვნელოვანი ნაწილი – და იგი თანაბრად მნიშვნელოვანია, როდესაც მე ვსაუბრობ იდენტურობაზე იესო ქრისტეში. პირველ ყოვლისა, „მე ვარ“ მასში. იგი არ უნდა დაიწყოს სადმე სხვაგან. გამოწვევა მდგომარეობს, იმაში, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ეს. სანამ იესო გააგზავნიდა თორმეტ მოწაფეს, ჩვენ ვკითხულობთ, რომ:

მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს…
მათე 10:1ა

ეს გვაძლევს ნათელ მინიშნებას, რომ ჩვენ მოწოდება არის უპირველეს ყოვლისა და უმეტესად „მისკენ“. ძალიან ხშირად „გაგზავნა“ – გაშვება, განხილულია როგორც „ ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ“ შემსრულებელნი (2).

მოწოდებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის არის „ქრისტესკენ“ და აღმოჩენა „მასში“. თუ ჩვენ ამას დავივიწყებთ, ბევრი ჩვენგანი კვლავაც წავა და იმსახურებს. ამის შედეგი შესაძლოა მარტივად იყოს იდენტურობის გაუგებრობა და ჩვენ ვიწყებთ დადასტურების ძიებას შედეგებში ვიდრე ჭეშმარიტებაზე დაყრდნობას, რომ ჩვენ ვართ სამყაროში, ისევე როგორც იგია სამყაროში. და თუ მე არ ვიცი ვინ ვარ და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ჩემს იდენტურობას ქრისტეში, როგორ შევძლებ წარვუძღვე ადამიანებს დიადი „მე ვარ“-კენ?

გამოსავალი არის მარტივი:

ყოველ დღე მე მოვდივარ მასთან, ვინც მომიწოდებს თავისკენ, „ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ“ (3)

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მოწოდებული ვარ მისკენ
——————–
(1) 1 იოანე 4:17ბ
(2) 2 კორინთელთა 5:14
(3) საქმეები 17:28

* Borrowed from: https://www.unsealed.org/2018/06/the-called-out-ones.html

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები