გწამს ეს?

ეს არის ძალიან მარტივი შეკითხვა, რომელიც ასევე მარტივ პასუხს მოითხოვს: „დიახ“ ან „არა“. იესოს საუბრის კონტექსტი მგლოვიარე მართასთან. მან და მისმა დამ მარიამმა ის-ის იყო დაკრძალეს ლაზარე, მათი ძმა. იესომ მას უთხრა:

,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?
იოანე 11:25-26

მათთვის, ვინც ბიბლიას კითხულობს, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ამბავი კარგადაა ცნობილი, და მე მწამს, რომ იოანემ აირჩია ჩაერთო ეს შემთხვევა, რადგან ეს ადასტურებს, რომ:

  1. ღმერთს შეუძლია ადამიანები სიკვდილიდან სიცოცხლეში აღადგინოს.
  2. ღმერთმა ეს გააკეთა იესოს მეშვეობით, როდესაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით.
  3. ღმერთმა ეს გააკეთა როგორც წინასწარმეტყველური ქმედება, მიუთითა რა იესოს აღდგომაზე.
  4. თავის მხრივ იესოს აღდგომა მიუთითებს ყველა მორწმუნის აღდგომაზე მასში.
  5. მისი აღდგომას უკვე ამ ცხოვრებაში აქვს ადგილი, და როდესაც ჩვენ გადავაბიჯებთ სიკვდილის ბარიერს.

ისევე როგორც ყოველი ხელახლა შობილი მორწმუნისათვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მე აღდგენილი ვარ სიცოცხლეში მასში და მასთან ერთად უკვე ამ ცხოვრებაში. „მე ვარ“ ატრიბუტი, როგორც აღდგომა და სიცოცხლე ასევე მისი მიმდევრების ატრიბუტია. ჩვენ ამ სამყაროში ვართ როგორც აღმდგარი ადამიანები. აღმდგარი ადამიანები წარმოადგენენ სიცოცხლეს, მომავალსა და იმედს და სურთ ყველას გაუზიარონ ეს, ვისაც ამის გაგონება სურს; და მადლიერებისა და განდიდების გრძნობით ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ: „შენ აღმადგინე მეტად, ვიდრე მე შემეძლო!“

„ციური მანნა“ დღეისათვის

რადგანაც იგი აღდგა, მეც აღმდგარი ვარ!

————————————-

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები