ხსნის არმიის საქმიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს

2020 წლის გაზაფხული ნამდვილად უჩვეულოდ დაიწყო, მარტის შუა რიცხვებიდან როდესაც კოვიდ-19 ინფექციამ ეპიდემიის სახე მიიღო, საქართველოს მთვრობამ გამოაცხადა მთელი ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამ მდგომარეობამ რა თქმა უნდა სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, აიკრძალა ადამიანების თავშეყრა სამ ადამიანამდე, მათ შორის რელიგიური მიზნით. მსახურება დაუყოვნებლივ გადავიდა ონლაინ რეჟიმში, თუმცა სამწუხაროდა ადამიანთა გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა  წვდომა ინტერნეტთან. დაიხურა ადგილობრივი ბიზნესი, სავაჭრო ცენტრები, ეკონომიკური საქმიანობა, ჩაიკეტა საზღვრები. ამ საკმაოდ მკაცრმა რეგულაციებმა დიდი ეკონომიკური ზიანი მოუტანა ქვეყანას, თუმცა შეაჩერა ინფექციის გავრცელების  მასშტაბები.  მოსახლეობის დიდი ნაწილი  დარჩა შემოსავლების გარეშე და გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ  ოჯახები დარჩნენ საკვების გარეშე. ხსნის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეპასუხა არსებული გამოწვევისთვის მცირე, მაგრამ მის ხელთ არსებული რესურსით, მობილიზება გაეწია 40-მდე მოხალისეს რვა კორპუსის მასშტაბით, ონლაინ ტრეინინგის მეშვეობით გადამზადნენ ისინი აუცილებელი ინფორმაციით თუ როგორ დაეცვათ თავი ინფექციისგან მოხალისეობრივი საქმიანობის  დროს. კორპუსის ოფიცრებმა შეიძინეს აუცილებელი საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და მოხალისეების მაღალი ჩართულობის მეშვეობით დაიწყეს სახლებში ადამიანთა დახმარება, განსაკუთრებით ხანდაზმული, მრავალშვილიანი და რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების. აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ საყოველთაო კარანტინის  პირობებში სრულიად აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება რის გამოც კორპუსის ოფიცრებს და მოხალისეებს უძნელდებოდათ ადამიანების დახმარება. შეუძლებელია მადლიერება არ გამოვხატოთ სახალხო დამცველის მიმართ, რომლის შუამდგომლობით და მხარდაჭერით ხსნის არმიამ მიიღო ავტომობილებით გადაადგილების უფლება, რითიც შესაძლებლობა მოგვეცა მეტ ადამიანს მოვმსახურებოდით. დაახლოებით 6,561 ადამიანმა მიიღო საკვები პროდუქტებით დახმარება ქვეყნის მასშტაბით.