ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღე, 28.03.2021

2021 წლის 28 მარტის ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უამრავი მასალები და აქტივობების მოძიება შეიძლება ონლაინ. ყოველი წლის მარტის თვის მეოთხე კვირა განსაკუთრებულია ხსნის არმიის ოჯახისთვის მსოფლიო მასშტაბით, რადგან ამ დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია ლოცვა.წლევანდელი თემა კი გახლავთ ,,დანახული და შესმენილი“, ეს წელი განსაკუთრებით განსხვავებული იყო ბავშვებისთვის, რადგან მათი ჩვეული ცხოვრება, განათლება და სოციალური მდგომარეობა შეცივალა კოვიდთან ბრძოლის გამო.

ბავშვებთან დაკავშირებით არსებობს შეხედულება, რომ მათ შეუძლიათ „დაინახონ, მაგრამ არ მოისმინონ“, მაგრამ კაპიტნები მარკ და მარისკა პოტერსები (ბავშვთა და ახალგაზრდობის ოფიცრები, IHQ) ამბობენ, რომ ‘ბიბლია სავსეა ისტორიებით სადაც ბავშვები უდიდეს როლს თამაშობენ ღმერთის ისტორიაში. გაიხსენეთ სამუელი, დავითი და მარიამი. იესომ თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“ უფლისთვის ბავშვი ძალიან ძვირფასია და ჩვენთვისაც ასევე უნდა იყოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვები არიან ლიდერები, მოწაფეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. გვჯერა რომ ბავშვებს აქვთ უნიკალური უნარები და ცოდნა, რომელიც ძალიან სჭირდება დღეს ეკლესიას. გვჯერა, რომ ბავშვებს ესმით ღმერთის, რომელსაც უფალი იყენებს ყოველდღიურად. ბავშვები არიან ქრისტეს სხეულის სრული და აქტიური წევრები. ისინი სხვა წევრებზე და სხეულის ნაწილებზე მცირედნი არ არიან.“