უკვე სამი წელია, რაც აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მივიღეთ დანიშნულება და რაც მოლდოვაში ვცხოვრობთ. წარმოდგენა არ გვქონდა რა გველოდა, მაგრამ უფალს მივანდეთ წინამძღოლობა, ხელმძღვანელობა და დაცვა.
ამ ხნის მანძილზე იმ არაჩვეულებრივ ხალხს შევხდით, რომლებიც წარმოადგენენ ამ ტერიტორიას და დავინახეთ უფლის თანდასწრება და უფლის სიცოცხლე მის ხალხში.
წარმოდგენა არ გვქონდა რა მოვლენები განვითარდებოდა გასულ წელს. კოვიდ_19-მა გაგვაკვირვა 2020 წლის დასაწყისში და ივლისში ტერიტორიის ლიდერებად მივიღეთ დანიშნულება. იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ კოვიდ შეზღუდვების გამო ვერ შევძელით ტერიტორიის მასშტაბით მოგვენახულებინა დივიზიები და კორპუსები.
ერთი რამ აუცილებლად ხაზგასასმელია. ეს არის ხალხის გამძლეობა და დაჟინებული ლოცვა. შეხვედრაზე ვგრძნობდით ღვთის ხალხის ლოცვის წარმოუდგენელ ძალას!
ყველაზე ძალიან კი ახლა გვჭირდება იგი!
უამრავი რამ ხდება მსოფლიოში, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ლოცვით ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ ლოცულობთ კოვიდ პანდემიით დაზარალებულებისთვის და მათთვის ვინც აგრძელებს მათ მსახურებას.
უამრავი რამ გვაქვს უფლის წინაშე მისატანი.
საერთაშორისო შტაბ–ბინამ ბულგარეთი მიიღო თავის მსახურებაში და ის, როგორც 132-ე ქვეყანა შემოუერთდა ხსნის არმიის მსახურებას.
აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია შეუდგა ახალ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მთავარი თემა ეფუძნება იესო ნავეს ძის 1:9- ,,რწმენით და გაბედულებით“. თუ ჯერ არ გსმენიათ მასზე, მალე შეიტყობთ.
ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიამ ერთად გავატაროთ დრო ლოცვაში. ჩვენ ვერ შევძლებთ შეკრებას, თუმცა შეგვიძლია გავერთიანდეთ ლოცვაში.
გეპატიჟებით აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის ლოცვის 40 დღეზე. ეს არის ლოცვის დრო ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნებისთვის, სოციალურ სამართლიანობის გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მსოფლიოზე, ხსნის არმიაზე და იესოსთან ჩვენს პირად ურთიერთობებზე.
თქვენი დივიზიის ლიდერებისგან და კორპუსის ოფიცრებისგან უკვე იცით რა წვლილი უნდა შეიტანოთ ამ პროცესში. ბევრმა თქვენგანმა უკვე გამოაგზავნა მოკლე კლიპები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის ვებ–გვერდზე და სოციალურ ქსელში 2021 წლის 13 აპრილიდან 22 მაისამდე.
23 მაისს, ხსნის არმიის მიძღვნის საკვირაო მსახურებაზე ყველა მონაწილე გადახედავს და იფიქრებს იესოსთან საკუთარ ურთიერთობებზე და იმ ცვლილებებზე, რომელსაც უფალი ახდენს მისი მორწმუნეების ცხოვრებაში.
მოუთმენლად და თავმდაბლური ლოცვით დაველოდებით იმას, თუ რისი გაკეთება სურს უფალს ჩვენში და ჩვენით. ვლოცულობთ, რომ შემოგვიერთდეთ 40 დღიან ლოცვაში.
უფალმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი!