რა მშვენიერი სახელია – მადლის მაუწყებლები!
თქვენი ოფიცრად შედგომასთან ერთად ვლოცულობთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება და მსახურება ცნობილნი გახდეს მადლის ხარებით. დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, ვიდრე ოდესმე.
სამყაროში, სადაც ბოროტება ძლიერი ჩანს, უფლის უპირობო სიყვარული და წყალობა შუქურასავით ანათებს ბნელ ღამეში. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ქალმა, მამაკაცმა, ბიჭმა და გოგონამ გაიგოს და განიცადოს უფლის სიყვარული.
როცა ვიხსენებთ ბოლო ორ წელს, ვაღიარებთ, რომ თქვენი სასწავლო პერიოდი ძალიან უნიკალური იყო. პანდემიის გამო ყველა კლასი, სულიერი დღეები, თაყვანისცემა და ურთიერთობები ონლაინ რეჟიმში გადავიდა. ეს არ ყოფილა ჩვენს გეგმაში და არც გისურვებდით მსგავსს, მაგრამ მადლობას გიხდით თქვენი მოთმინებისთვის და გამძლეობისთვის, როცა ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ინსტიტუტი ცდილობდა თქვენი სასწავლო პროცესისთვის წვრთნის ახალი გზების მონახვას.
ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ინსტიტუტის დირექტორატს, თანამშრომლებს და სტუმრად მოწვეულ ლექტორებს მათი მოქნილობის და შექმნილ მდგომარეობასთან ადვილად ადაპტირებისთვის.
და ბოლოს, გვინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ მოწოდებულნი. უფალმა თავისი მოწოდება ჩადო თქვენს გულებში და თქვენ ერთგულად უპასუხეთ მას. თუ მოგიწოდათ, მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ის თქვენთან იქნება. დარჩით მასთან ახლოს და მიეცით უფლება გაგიძღვეთ მომავალში.
როგორც 1 თეს 5:24 ამბობს „ერთგულია ვინც მოგიწოდათ“
დაე, ყველა თქვენი, როგორც ხსნის არმიის ოფიცრის გამოწვევა, შესაძლებლობა და შედეგები, უფრო მეტი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ თქვენი მსახურების, ლიდერობის და უფალთან ურთიერთობის დრო.
პოლკოვნიკები კელვინ და შერიენ პესიბრიჯები
ტერიტორიის ლიდერები
აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია