ბავშვთა მსახურება

ჩვენ  ღრმად გვწამს, რომ ბავშვები  ღმერთის საჩუქარია ჩვენს ოჯახებში. მართალია ისინი  ჩვენგან მოევლინენ ქვეყანას, მაგრამ თითოეული მათგანი ღმერთის ქმნილებაა და არა  პირადი  საკუთრება.  ჩვენი სურვილია თითოეულმა ბავშვმა მიაგნოს თავის მოწოდებას და იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში, იცხოვროს დისკრიმინაციისგან დაცლილ, უსაფრთხო გარემოში და დაცული იყოს ძალადობის და დანაშაულებრივ გარემოში მოხვედრისგან.  მიუხედავად ბავშვების სოციალური მდგომარეობისა,  მათ  ერთნაირად აქვთ განათლების მიღების და საკუთარი ნიჭების აღმოჩენა-რეალიზების უფლება. სწორედ ამ მიზნით ხსნის არმია ანვითარებს ბავშვთა მსახურებას სხვადასხვა მიმართულებით.

ფონიჭალის კორპუსში ბავშვთა მსახურება მოიცავს შაბათის ბავშვთა კლუბს და საკვირაო სკოლას. 5 წლიდან13 წლამდე  ბავშვებს შეუძლიათ მოვიდნენ და ისინი  გადანაწილებული იქნებიან ასაკობრივ ჯგუფებში. მასწავლებლები მოამზადებენ მათ სხვადასხვა კულტურულ -საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებათ, ასწავლიან მათთვის გასაგებ ენაზე ბიბლიურ ისტორიებს და დაეუფლებიან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის უნარს. ბავშვებისთვის მეწყობა ლაშქრობები, შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები და საზაფხულო ბანაკები, რათა ხელი შევუწყოთ მათ სულიერ, ემოციურ და პიროვნული უნარების  განვიათარებას. ახალ თაობაში, ბავშვებსა და მოზარდებში ვხედავთ მომავალს,  ვლოცულობთ და ვზრუნავთ მათზე, რათა გაიზარდონ სრულფასოვან ადამიანებად და ღმერთზე მინდობილ ქრისტიანებად.

თუ გსურთ ფინანსურად  მხარი დაუჭიროთ  ბავშვთა მსახურების განვითარებას, შესაწირისთვის გთხოვთ გადადით მითითებულ ლინკზე.

 

იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.


უფალმა გაკურთხოთ უხვად!