სიხარულ-ნარევი ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2021 წლის 1 აპრილს მაიორი ვიაჩესლავ (სლავა) კატრუცა გადავიდა უფალთან დიდებაში. მაიორი სლავა უყვარდათ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და ხსნის არმიის მსოფლიო ოჯახში. მისი სიცოცხლის სიყვარული, იუმორის გრძნობა, მისი უფლის და ხსნის არმიის სიყვარული მჟღავნდებოდა მისი ცხოვრების ყველა ასპექტში. მასთან გატარებული რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეგეძლოთ თავისუფლად გეწოდებინათ მისთვის მეგობარი….Continue reading მაიორ ვიაჩესლავ კატრუცას ხსოვნა
ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღე, 28.03.2021
2021 წლის 28 მარტის ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უამრავი მასალები და აქტივობების მოძიება შეიძლება ონლაინ. ყოველი წლის მარტის თვის მეოთხე კვირა განსაკუთრებულია ხსნის არმიის ოჯახისთვის მსოფლიო მასშტაბით, რადგან ამ დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია ლოცვა.წლევანდელი თემა კი გახლავთ ,,დანახული და შესმენილი“, ეს წელი განსაკუთრებით განსხვავებული იყო ბავშვებისთვის, რადგან მათი ჩვეული ცხოვრება, განათლება და სოციალური…Continue reading ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღე, 28.03.2021
ნატვრის ხე
1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს “ხსნის არმიის” საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ. “ნატვრის ხე”, იგივე “ანგელოზის ხე” 2010 წლიდან ხორციელდება და მიზანად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების…Continue reading ნატვრის ხე
სამი დღის ოთხი ამბავი
https://youtu.be/B8RVdtGGyp8 პარასკევის გვიან საღამოს, მომცრო სამზარეულოში, ხსნის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცი ლევანი, ნინო და პავლე ღამის თბილისში სამოგზაუროდ ემზადებიან. ნინო ქვაბებს დასტრიალებს, პავლე და ლევანი კონტეინერებში ალაგებენ ცხელ საჭმელს. ჩაითაა ავსებული უზარმაზარი თერმოსიც. იტვირთება მანქანა და კოტე აფხაზის ქუჩისკენ იღებს გეზს: როგორც მაიორი ნინო მიხსნის, დათქმული ტრაექტორიით, აქ ეგულებათ ის უსახლკაროები, რომლებსაც წინა წლებში, ყოველ…Continue reading სამი დღის ოთხი ამბავი
სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა
საშინელებათა ფილმებში არაერთხელ მინახავს კადრი, როდესაც მსოფლიო თითქოს დროებით არსებობას წყვეტს. ადამიანებისაგან დაცარიელებული ქუჩები, ბავშვების ჟრიამულის ხმას მოკლებული პარკები, დახურული სავაჭრო ცენტრები, ასეთი კადრები ჩემში შიშის გრძნობას ბადებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად გადამხდენოდა თავს. 2020-მა წელმა ამ სურათის რეალურ სამყაროში გადმოტანა და გაცოცხლება შეძლო, უხილავმა მტერმა სახლში იძულებით გამოგვკეტა და ყოველდღიურ რუტინას…Continue reading სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა
მე ვარ სტეფანე
მე ვარ სტეფანე, 11 წლის. მანამ სანამ გავიცანი უფალი, მე ვიყავი დაუმორჩილებელი ბავშვი. არ მიყვარდა ჩემს ტოლებთან ურთიერთობა და ამიტო სკოლაში მეგობრები არ მყავდა. არ მინდოდა მარტო სახლში დარჩენა როცა მამა მთვრალი იყო, ხშირად ვეჩხუბებოდი მას. ერთი წლის უკან როცა დედამ მომიყვანა ეკლესიაში, ჩემი ხასიათი ნელ-ნელა შეიცვალა. ეკლესიაში საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა მასწავლეს მშობლების პატივისცემა და…Continue reading მე ვარ სტეფანე
შენ შემქმენი და შენ მასუნთქებ
შენ შემქმენი და შენ მასუნთქებ, შენ მზრდი და მეხმარები შევიმეცნო სამყარო. შევიცანი მამა და ვკითხულობ ბიბლიას. მინდა გავიზარდო და შევიცვალო, ვიმხიარულო და ვისწავლო, უკეთესი გახდეს სამყარო. მე ჯერ მხოლოდ ბავშვი და დახმარება არ შემიძლია. ტიმოთე რაკ, 6 წლის. დნეპრის კორპუსი
კადეტები სესიიდან ,,შერიგების მაუწყებელნი“ (2020-2022)
მარია ეგოროვა კორპუსი ,,კრეპივნიცკი“ სასწავლო კორპუსი ,,კიევი მაიაკი“ უკრაინა თეონა ჯიქია კორპუსი „ფონიჭალა“ სასწავლო კორპუსი ,,სამგორი“ საქართველო ალექს ბაგლარი კორპუსი „დუბასარა“ სასწავლო კორპუსი ,,კიშინოვი ცენტრალური“ მოლდოვა მადონა მიზილინი კორპუსი ,,ფონიჭალა“ სასწავლო კორპუსი „თბილისი ცენტრალური“ საქართველო ალექსანდრე პარაჟნუკ კორპუსი ,,ახალი ბელცი“ სასწავლო კორპუსი ,,დროკია“ მოლდოვა მარია გავრილოვა (პარაჟნუკ) კორპუსი ,,ახალი ბელცი“ სასწავლო კორპუსი ,,დროკია“ მოლდოვა
დამოწმება ღვთის მუშაობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში
მე ვარ რაილან გლებ, 11 წლის. მე დავდივარ ხსნის არმიის კორპუსში დროკია, თითქმის დაბადებიდან , დედა და ბებია ხსნის არმიის უფროსი ჯარისკაცები არიან. ოთხი წლის ასაკში მე დაავადდი 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ვიყავი ინსულინდამოკიდებული. ეს ძლიერი გამოცდა ოყო ჩემი ოჯახისთვის, მხოლოდ ღმერთი იყო ჩვენი ძალა და იმედი გავმკლავებოდით სირთულეებს. ვგრძნობდით სულიერ გამხნევებას და ლოცვით…Continue reading დამოწმება ღვთის მუშაობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში