ხსნის არმია საყოველთაო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილია მიუხედავად მისი მართვის და პრაქტიკული საქმიანობის განსხვავებული სტილისა.

ადგილს, სადაც ხსნის არმიელები განადიდებენ უფალს, ხანდახან უწოდებენ ‘ციტადელს’ ან ‘ტაძარს’, თუმცაღა რა სახელითაც არ უნდა მოიხსენებოდეს ეს ადგილი, ისინი წარმოადგენენ ქრისტიანულ ეკლესიებს და იგი ღიაა ყველასთვის სადაც ყველა თბილად იქნება მიღებული.

ხსნის არმიის უმეტეს ცენტრებში ყოველკვირეული საკვირაო მსახურებები ტარდება. ასეთი შეხვედრები სავსეა სიმშვიდით, სადაც გალობენ ჰიმნებს, კითხულობენ საკითხავს ბიბლიიდან, ყვებიან დამოწმებებს (ეკლესიის წევრები ყვებიან თავის ქრისტიანულ გამოცდილებებზე), და დგამენ დრამებს. ჰიმნებს და საგალობლებს შეიძლება თან ახლდეს ტრადიციული ხსნის არმიის ბენდი ან თაყვანისცემის ბენდი თავისი საკრავი ინსტრუმენტებით, გიტარის და დასარტყმელი ინსტრუმენტების თანხლებით. მისამღერებს შესაძლებელია ვოკალი უძღოდეს წინ ან თან ახლდეს სხვა ინსტრუმენტები.

საკვირაო მსახურების პარალელურად, ცენტრებში ეწყობა ყოველკვირეული პროგრამები ან საღამოები, როგორიცაა ლოცვის ჯგუფები; საოჯახო შეხვედრები; სადილები ერთად; ახალგაზრდული და  მოხუცთა კლუბები

**უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.salvationarmy.org/