სოციალური მსახურება ხსნის არმიის ეკლესიაში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ზოგადად ხომ ჩვენი  მსახურების დევიზია: „ღმერთს -გული, კაცს-ხელი“. როგორც  იაკობ მოციქული ამბობს თავის წერილში „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც, თუ საქმენი არ გააჩნია თავისთავად მკვდარია.(იაკობი 2:15-17)

როგორც ხსნის არმიის დამაარსებელი გენერალი  უილიამ ბუთი ამბობდა:

„სანამ ქალები ტირიან როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ პატარა ბავშვები შიმშილობენ , როგორც ახლა მე ვიბრძშოლებ; სანამ კაცები გამოდიან ციხიდან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან ციხეში, როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ არის თუნდაც ერთი მიუსაფარი ლოთი, სანამ არის თუნდაც ერთი დაკარგული ღარიბი გოგონა ქუჩაში, სანამ არის თუნდაც ერთი ბნელი სული, უფლის ნათელის გარეშე დარჩენილი, მე ვიბრძოლებ-ვიბრძოლებ ბოლომდე!“

Пока женщины плачут, как сейчас, я буду бороться; пока маленькие дети голодают, как сейчас, я буду бороться; пока мужчины уходят в тюрьму, туда и назад, туда и назад, как сейчас, я буду бороться; пока есть хоть один пьяница, пока остается хоть одна бедная потерянная девочка на улицах, пока есть хоть одна темная душа без света Божия, я буду бороться — буду бороться до самого конца!”   

და  ჩვენ ხსნის არმიის ოფიცრები საქართველოს რეგიონის მასშტაბით მზად ვართ , დავეხმაროთ ტანჯულ კაცობრიობას, დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეროვნული წარმოშობისა.

სოციალური პროეტების ფარგლებში  დავეხმარეთ დუშეთის ინვალიდთა კავშირს, საკვები პროდუქტებით, თბილი საბნებით მეორადი ტანსაცმლით, ასევე ბარისახოს მოსახლეობას დავურიგეთ თითო მეშოკი პურის ფქვილი.

ხსნის არმიის სოციალურმა პროგრამამ ასევე დახმარება გაუწია ტყიბულის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირს, მათ გადავეცით ბავშვებისათვის თბილი ქურთუკები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე ზესტაფონის კართაზისთან , ჩავიტანეთ სოციალურად დაცველი ბავშვებისათვის თბილი ქურთუკები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები.

ხსნის არმია ასევე დაეხმარა ხურვალეთის მოხუცებულთა სახლს „სახლი საზღვრებს გარეშე“-მათ საშობაოდ მივუტანეთ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები, ასევე მოხუცებულებისათვის პროტეზის გელი ‘კორეგა“.