ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით. ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანული რწმენის მრწამსს და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას. ჩვენი მიზანია „ქრისტიანული რელიგიის წარმოჩენა.. განათლებაში, მიუსაფართა დახმარებაში, და სხვა საქველმოქმედო საქმიანობებში, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და კაცობრიობას.“*

მოძრაობა, რომელსაც საფუძველი უილიამ ბუთმა 1865 წელს ჩაუყარა, ლონდონიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

‘ხსნის არმიის’ წარმატება გამოიწვია სამხედრო ყაიდის და სტრუქტურის ათვისებამ 1987 წელს. ეს დღესაც მოქნილობას აძლევს ორგანიზაციას. ხსნის არმია, რომელიც ეკლესიას ხედავს როგორც სულიერი ბრძოლის ადგილს, თავის თავს აიგივებს ჯარისკაცთან, ამიტომ სამხედრო ფორმა, დროშა და სამხედრო წოდებებია ის რაც, არეგულირებს და შთამბეჭდავს ხდის მის საქმიანობას.

მიმართულებები და ცვლილებები საევანგელიზაციო და სოციალური საქმიანობებში ემორჩილება გენერლის გადაწყვეტილებას, რომელსაც ოფიცრები, თანამშრომლები და ჯარისკაცები ასრულებენ. არმიას ასევე გვერდში უდგანან თანამოაზრეები და მეგობრები, მათ შორის მრჩეველთა საბჭოს წევრები.

არმიას წინამძღოლობას უწევენ, რეგიონალური მსახურების მიერ ხელდასხმული ოფიცრები.

ყველა არმიელი აღიარებს დისციპლინის და თანადგომის მაღალზნეობრივ ნორმებს და უარს ამბობს ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენებაზე. შექმნის დღიდანვე არმია აღიარებს ქალთა თანასწორობას. ნებისმიერი პოზიცია და წოდება ხელმისაწვდომია მათვის, და ასევე ხსნის არმია ბავშვობიდანვე ამხნევებს ყველას უყვარდეთ და ემსახურნენ უფალს.

ხსნის არმია ევანგელიზაციის სურვილით დაიწყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა უპოვართა გვერდით. მას აქეთ ხსნის არმია პრაქტიკულად და ეფექტურად მუშაობს იქ სადაც დგას. სოციალური საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ თუ მსოფლიო საჭიროებებზე ზრუნვას, სადაც ჩართულნი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და იყენებენ თანამედროვე აღჭურვილობას.

თანამედროვე აღჭურვილობის და მისი მომავალი პროგრესული განვითარებისთვის გამოყენება მუდამ განახლების პროცესშია. უფრო მეტიც, არმიის პოლიტიკა და მისი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

კაცთმოყვარე საქმიანობა გაგრძელდება კერძო და საზოგადოებრივ სამსახურში უფლის განსადიდებლად, რომელიც ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება ამ დედამიწაზე და უფლის სამეფოში კი სამუდამო ცხოვრებას.

ხსნის არმიას წინამძღოლობას უწევს გენერალი ბრიან პედლი, რომელიც 2018 წლის 3 აგვისტოს არჩეული იქნა  XXI გენერალად.

* ‘ხსნის არმიის’ აქტი 1980

*უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.salvationarmy.org/