სიცოცხლის ნათელი

იესოს მეორე „მე ვარ“ განაცხადი არის „მე ვარ ნათელი სოფლისა!“ (1). მიუხედავად იმისა. რომ არ არის პრობლემა იესოს სხვა მახასიათებლები დავუკავშიროთ მის მიმდევართ, მახასიათებელი რომ არის „ნათელი სოფლისა“ იესო გარკვევით მიანიჭებს მის მიმდევართაც.

მთაზე ქადაგებისას მან თქვა:

„თქვენ სოფლის ნათელი ხართ… ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.“მათე 5:14-16

ეს გახლავთ ყველასთვის ნაცნობი მუხლები და საინტერესოა, რომ იესო უკავშირებს სინათლის ნათებას კეთილ საქმეებს, რომლებიც განადიდებენ ღმერთს. ეს კავშირი საინტერესო გახლავთ სიწმიდესთან მიმართებაშიც და ჯონ უესლიმ სწორედ ამის გამო განაცხადა: „არანაირი სიწმინდე, არამედ სოციალური სიწმინდე“ რომელსაც მე შევეხე ჩემს ბლოგში „დაკავებული სხვებისთვის“ ექვსი თვის წინ.

ამბავში, რომელიც მოგვითხრობს როგორ ჩამოვიდა მოსე სინაის მთიდან ჩვენ ვკითხულობთ, რომ:

„და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე მასთან ლაპარაკის გამო.“გამოსვლა 24:29ბ

დავითმა დაამოწმა:

მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.ფსალმუნი 33:5

წინასწარმეტყველების შემდეგ, რომ ღმერთის სულიწმიდა არ გაგშორდება ამიერიდან და მარადჟამს, ესაია აგრძელებს მოწოდებით:

„ ადექი, განათდი, იერუსალიმო, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა.“ესაია 60:1

დიდება მიგვიყვანს ქმედებამდე, კეთილ საქმეებამდე. ნათელი წარმოქმნის საქმეებს, კეთილი საქმეები არასოდეს წარმოქმნის სინათლეს. თავდაპირველად სწორედ მასზეა დამოკიდებული, რომელიც ყველა ამ მახასიათებელის წყაროა, და შემდეგ სამყაოდან დიდებას შეასხამს მამას.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მოიტანე სიცოცხლის ნათელი (1) სამყაროში: ადექი, განათდი

—————————–

(1) „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“

იოანე 8:12

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები

Leave a Reply

Your email address will not be published.