რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?

სიცოხლის გზაზე სვლისას, ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ კეთილი უწყება ხსნასთან დაკავშირებით არის ის, რომ იესო არის ჭეშმარიტება. ეს არ გულისხმობს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ იესო როგორც უფალი და მხსნელი. რადგანაც როდესაც იცი ჭეშმარიტება, თითქოსდა იწყებ „ღირებულების თვლას“.

მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მწამდა ღმერთი, იესო და რაც ბიბლიაშია დაწერილი, თუმცაღა, გადავდე „მიძღვნა“ იმ დრომდე, სანამ შევძელი. 14 წლის ვიყავი, და მაშინებდა მოწაფეობის ფასი. მალე აღმოვაჩინე, რომ შენამატი გაცილებით აღემატებოდა ღირებულებას. მას შემდეგ, მე ვაკვირდები სხვები როგორ გადიან იგივე პროცესს.

კლიმატური კრიზისი დღეს მოითხოვს მსგავსი სახის გადაწყვეტილებას. თითქოსდა არსებობს მეცნიერული კონსენსუსი, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან სამყაროს რესურსების არამდგრადი ექსპლუატაციის შედეგი. შემდგომში, მე შევამჩნიე, რომ ადამიანების სულ უფრო მეტი რაოდენობა ეთანხმება ამ ჭეშმარიტებას; მაგრამ, ექსპლუატაციის ფასეულობების შეფასება რათა გადავარჩინოთ პლანეტა, გვაიძულებს გადავდოთ დრამატული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას.

ამგვარად, არსებობს მოწაფეობის ფასი, და თუ ასეა, რა არის ეს?
იესო ძალიან ნათლად აცხადებს, რომ მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ მივყვეთ მას. იგი მოგვიწოდებს თავისკენ ძალიან გარკვევით:

„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.“
მათე 16:24

ვფიქრობ, ეს იყო ის მუხლი, რომელიც მაკავებდა თავი მიმეძღვნა მისთვის; თუმცა, გარკვეული დრო გახდა საჭირო მიძღვნის დღიდან იმ მომენტამდე, როდესაც აღმოვაჩინე, რას ნიშნავდა ჯვარის ტარება. დღე, როდესაც დავინახე, რა იგულისხმებოდა ნამდვილად იმაში, რომ მოკვდე ქრისტესთან ერთად, და აღდგე მასთან ერთად როგორც ახალი ქმნილება მასში, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახდა ჩემთვის. როდესაც ეს აღმოვაჩინე, ამან ჩემს ცნობიერებაში ფუნდამენტალური გარდატეხა მოახდინა. როდესაც ეს გვახსოვს, ვხვდებით, რომ არ არის „უკან დასახევი გზა“ – არც უნდა არსებობდეს ამის სურვილი. დიახ, შესაძლოა მე დავიღალო, გულაცრუებული ვიყო, და მქონდეს შეგრძნება, რომ ახალი ძალა მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ ყოველივეს მოძიება მხოლოდ მასშია შესაძლებელი – და არა სადღაც სხვაგან.

შეკითხვა გულისხმობს: რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?

ამ შეკითხვაზე პასუხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი სულიერი სვლისათვის, მანამდე და მას შემდეგ რაც იესო გახდა თქვენი ცხოვრების და თქვენი ნაწილი.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მე მივყვები ჭეშმარიტებას სიცოცხლისაკენ! (1)

—————————-
(1) იოანე 14:6

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები

Leave a Reply

Your email address will not be published.