ახალი სიცოცხლის წყარო

ჩემი აზრით „მე ვარ“ – განაცხადები, რომელიც იესომ გააკეთა იოანეს სახარებაში არ არის მოცემული შემთხვევითი თანმიმდევრობით. მეშვიდე განაცხადი არის შემდეგი:

მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია!
იოანე 15:1

მე არ ვარ მიწისმუშაკი, თუმცა ვიცი, რომ მცენარეს იმისათვის რომ გაიხაროს, ესაჭიროება მოისხას ნაყოფი. მაგნა (ჩემი მეუღლე) გახლავთ ის ადამიანი, რომელიც უვლის ბაღს. თუმცა, მე გარკვეულწილად დაკავებული ვარ ტყის კაფვით, და ვიცი, რომ ფესვები მნიშვნელოვანია ხისათვის ან ვაზისთვის. მე ასევე ვიცი, რა ემართება ხეს ან ნაყოფს, როდესაც ფესვებში ჭრიან მას.

იდეა, იყო „ფესვგადგმული“ იესოში, გახლავთ ქრისტიანული რწმენის ცენტრალური ნაწილი:

ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
კოლასელთა 2:6-7

ფესვი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხის ზრდისა და გაძლიერებისათვის და ასევე იმისათვის, რომ დროულად გამოიღოს ნაყოფი. როდესაც იესო ასწავლიდა ჭეშმარიტი ვაზის შესახებ, რასაკვირველია, იგი ყურადღებას ამახვილებდა ნაყოფის გამოღებაზე. ამავე დროს, მან ამ პროცესის ეფექტურობა დაუკავშირა ჩვენს მდგომარეობას, რომ „ჩვენ დავრჩებით მასში და მისი სიტყვები დარჩება ჩვენში! (1) ეს იდეა ასევე გვხვდება ძველ აღთქმაში, როდესაც ადამიანი, რომელიც მიყვება ღმერთის სიტყვას, ამგვარადაა დახასიათებული:

და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
ფსალმუნი 1:3

ამგვარად, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოწვევების წინაშე დავდგები, კვლავ ვუბრუნდები ჩემს ფესვებს. როდესაც ჩემს მსახურებას „ხსნის არმიაში“ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, ვუბრუნდები ფესვებს. მე აღმოვაჩენ, რომ ყველაფერი უბრუნდება „ფესვს“ – „ახალი სიცოცხლის წყაროს“, რომელიც გახლავთ ხორცად ქცეული სიტყვა. ეს „ფესვი“ ასევე იწვევს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მწყურვალია, მოვიდეს და შესვას, რათა „მისი წიაღიდან იდინონ ცოცხალი წყლის მდინარეებმა“. ეს მდინარეები გადმოდინდებიან ადამიანებიდან, ავსებულნი არიან სულიწმიდით, და ასევე დაეხმარება სხვებს გამოიღონ ნაყოფი, ნაყოფის დანიშნულებაა გამოიღოს მეტი ნაყოფი – და ეს ყოველივე მომდინარეობს „ფესვიდან“ – სიცოცხლის წყაროდან.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მე მსურს ვიყო ხის მსგავსი, სადაც სიცოცლის წყალი გადმოედინება.

————————————–
(1) იოანე 15:7
(2) იოანე 7:38ბ

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები