დამოწმება ღვთის მუშაობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში

მე ვარ რაილან გლებ, 11 წლის. მე დავდივარ ხსნის არმიის კორპუსში დროკია, თითქმის დაბადებიდან , დედა და ბებია ხსნის არმიის უფროსი ჯარისკაცები არიან. ოთხი წლის ასაკში მე დაავადდი 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ვიყავი ინსულინდამოკიდებული. ეს ძლიერი გამოცდა ოყო ჩემი ოჯახისთვის, მხოლოდ ღმერთი იყო ჩვენი ძალა და იმედი გავმკლავებოდით სირთულეებს. ვგრძნობდით სულიერ გამხნევებას და ლოცვით მხარდაჭერას ბევრი ადამიანისგან, მთგანაც კი ვისაც არ ვიცნობდით.

მადლობა ღმერთს ხსნის არმია გაგვეხმარა  ბავშვთა სპონსორობის მეშვეობით, მათ მიყიდეს ტესტები და სპეციალური ნემსები რომელიც ადგენდა შაქრის დონეს ჩემს სისხლში. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ფინანსური დახმარება ჩემი ოჯახისთვის.მე ვგრძნობ  ღმერთის ხელს ჩემს ცხოვრებაში და მწამს ის განმკურნავს. ღმერთმა აკურთხა ჩემი ოჯახი და გამიჩნდა პატარა ძამიკო, რომლისთვისაც დიდი ხანი ვლოცულობდი. მადლიერი ვარ მათ მიმართ,  ვინც ლოცულობდა ჩემთვის, ეს ლოცვები მამხნევებდნენ.  მიუხედავად იმისა რომ ავად ვარ უკვე 7 წელია დიაბეტით, სხვა მეტი ავადმყოფობისგან უფალი მიცავს.

მინდა მადლობა გადავიხადო უფალს რომ ვუყვარვარ და მფარველობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.