2023 წლის 18 მარტს საქართველოს დივიზიის დონეზე გაიმართა გაერთიანებული ბავშვთა მსახურება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაახლოებით 90-მა ბავშვებმა სხვადასხვა კორპუსებიდან. ღონისძიება ქალაქ რუსთავში, ცენტრალურ კორპუსში გაიმართა. მსახურების მიზანი იყო ხსნის არმიის სხვადასხვა კორპუსის ბავშვებისთვის ერთმანეთის გაცნობა და ახალი ბავშვების მოწვევა. ასეთი შეხვედრები ბავშვებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა დაპატიჟონ ძმები და დები, ასევე მეგობრები და თანაკლასელები. ბავშვები ძირითადად ექვსიდან თორმეტ წლამდე იყვნენ. ღმერთმა გვაკურთხა იმ…Continue reading ბავშვთა კლუბი
ცხოვრების დიზაინი
2023 წლის 3-5 მარტს, ბაკურიანში ჩატარდა შეხვედრა სახელწოდებით „ცხოვრების დიზაინი“. ამ შეხვედრას ესწრებოდა 30 დელეგატი, რომლებიც ჩამოსულნი იყვნენ საქართველოს რამოდენიმე ქალაქიდან, კერძოდ ხსნის არმიის ბათუმის, თბილისის და რუსთავის კორპუსებიდან (ეკლესიებიდან). დელეგატებმა გაატარეს ნაყოფიერი სამი დღე, სადაც ქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან ურთიერთობის და თანამოზიარეობის, ასევე უფლის განდიდების, თაყვანისცემის და სიტყვის შესწავლის. „ცხოვრების დიზაინი“ მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს დაინახონ საკუთარი…Continue reading ცხოვრების დიზაინი
გენერლის 2023 წლის სააღდგომო მესიჯი ‘აღსრულდა’ (იოანე 19:30)
აღდგომის მოახლოებასთან ერთად ხსნის არმიის ლიდერები ერთად იკრიბებიან ახალი გენერლის ასარჩევად. მსოფლიოს გარშემო ლიდერთა მსახურების პრივილეგია დასასრულს უახლოვდება კომისარ როზალიასთვის და ჩემთვის. ჩვენ ვცდილობთ ბოლომდე მივიყვანოთ ის რაც დასახული გვქონდა. მალე ჩვენ ვიტყვით „აღსრულდა“. აღდგომაზე ფიქრის დროს, ჩემს ყურადღებას იქცევს ჯვარცმული იესოს სიტყვები: „აღსრულდა.“ რამდენად ღრმაა იესოს ბაგით ნათქვამი და იოანეს 19:30-ში ჩაწერილი ეს სიტყვები….Continue reading გენერლის 2023 წლის სააღდგომო მესიჯი ‘აღსრულდა’ (იოანე 19:30)
საშობაო მილოცვა აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებისგან
გასული წელი გამოწვევებით იყო სავსე. იგი დაიწყო იმედით, რომ როგორც იქნა თავი დავაღწიეთ კოვიდ-19 ით გამოწვეულ სირთულეებს, მაგრამ მოულოდნელად იმის იმედით, რომ საუკეთესო წელი გველოდა, ქაოსი შემოიჭრა, როცა რუსეთმა კონფლიქტში ჩაითრია უკრაინა. ეს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან მსახურებას ითხოვდა მათ დასახმარებლად ვინც ომის გამო იძულებით დატოვა უკრაინა. გვინდა გამოვიყენოთ ეს შანსი და მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც…Continue reading საშობაო მილოცვა აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებისგან
დარჩენილია 2 კვირა!
ცოტა დრო რჩება ხსნის არმიის საერთაშორისო ლიდერების გენერალ ბრაიან პედლის და კომისრის როზალი პედლის ვიზიტამდე. დარცენილია 2 კვირა!ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ტერიტორიის ხსნის არმიელებისთვის. მოუთმენლად ველით ამ კურთხეულ დროს.აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია, 7-9 ოქტომბერი, 2022პარასკევი, 7 ოქტომბერი, 18:00 ტერიტორიული ახალგაზრდული რალიშაბათი, 8 ოქტომბერი, 10:00 ოფიცერთა საბჭო16:00 მსახურების დღესასწაულიკვირა, 9 ოქტომბერი, 10:00 დილის თაყვანისცემაზიმბრულის ქუჩა…Continue reading დარჩენილია 2 კვირა!
საზაფხულო ბანაკი უკრაინელი ბავშვებისთვის
უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა, არცერთი ცივილიზებული ადამიანი არ დატოვა გულგრილად. ამის ფონზე, ჩვენი ეკლესია, ხსნის არმია, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავდა, ტრამვირებული ადამიანების ყოფის შემსუბუქებას. 2022 წლის 10 აგვისტოს სტარტი აიღო „საზაფხულო ბანაკმა“ უკრაინელი ბავშვებისთვის, რომელიც 30 აგვისტომდე 20 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბანაკში იმყოფებოდა 100 დევნილი, უკრაინელი ბავშვი, რომლებმაც მძიმე ფსიქოლოგიური…Continue reading საზაფხულო ბანაკი უკრაინელი ბავშვებისთვის
ბავშვთა მსახურება
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ბავშვები ღმერთის საჩუქარია ჩვენს ოჯახებში. მართალია ისინი ჩვენგან მოევლინენ ქვეყანას, მაგრამ თითოეული მათგანი ღმერთის ქმნილებაა და არა პირადი საკუთრება. ჩვენი სურვილია თითოეულმა ბავშვმა მიაგნოს თავის მოწოდებას და იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში, იცხოვროს დისკრიმინაციისგან დაცლილ, უსაფრთხო გარემოში და დაცული იყოს ძალადობის და დანაშაულებრივ გარემოში მოხვედრისგან. მიუხედავად ბავშვების სოციალური მდგომარეობისა, მათ ერთნაირად აქვთ…Continue reading ბავშვთა მსახურება
იყავი მზად, იყავი ჩართული, იყავი პასუხისმგებლიანი
“იყავი მზად, იყავი ჩართული, იყავი პასუხისმგებლიანი” “ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ” ეფეს 2:10 ივნისი*რა არის მოწოდება?ივლისი*მოწოდების ორი მხარეაგვისტო*მოწოდების ფორმასექტემბერი*პასუხი მოწოდებაზეოქტომბერი*მოწოდების ამოცნობანოემბერი*მოწოდების გამოწვევებიდეკემბერი*მოუსმინე უფლის ხმას პლაკატი – https://bit.ly/3xUgQEO
მადლის მაუწყებლებს ვულოცავთ ხელდასხმას!
რა მშვენიერი სახელია – მადლის მაუწყებლები! თქვენი ოფიცრად შედგომასთან ერთად ვლოცულობთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება და მსახურება ცნობილნი გახდეს მადლის ხარებით. დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, ვიდრე ოდესმე. სამყაროში, სადაც ბოროტება ძლიერი ჩანს, უფლის უპირობო სიყვარული და წყალობა შუქურასავით ანათებს ბნელ ღამეში. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ქალმა, მამაკაცმა, ბიჭმა და გოგონამ გაიგოს და განიცადოს…Continue reading მადლის მაუწყებლებს ვულოცავთ ხელდასხმას!