ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით. ხსნის არმიის დოქტრინები ასახავს ქრისტიანული რწმენის დებულებას და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას ადამიანისთვის. ჩვენი მიზანია სახარების ქადაგება, ღვთის სიტყვის გავრცელება, ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობები, რომელიც ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას”.
ქრისტიანული მოძრაობა, რომელსაც უილიამ ბუთმა 1865 წელს ლონდონში საფუძველი ჩაუყარა, გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
,,ხსნის არმიის” სწრაფი განვითარება გამოიწვია 1987 წელს სამხედრო სტილის და სტრუქტურის ათვისებამ 1987. ეს დღესაც მოქნილობას აძლევს ორგანიზაციას. ხსნის არმია, როგორც ეკლესია, ხედავს საკუთარ თავს სულიერი ბრძოლის ადგილად, ამიტომ თავის თავს აიგივებს საბრძოლო მოწყობასთან, როგორიცაა უნიფორმა, დროშა, სამხედრო წოდებები ის რაც, არეგულირებს და შთამბეჭდავს ხდის მის საქმიანობას.
საევანგელიზაციო და სოციალურ საქმიანობებში ემორჩილება გენერლის გადაწყვეტილებას, რომელსაც ოფიცრები, თანამშრომლები და ჯარისკაცები ასრულებენ. არმიას ასევე გვერდში უდგანან თანამოაზრეები და მეგობრები, მათ შორის მრჩეველთა საბჭოს წევრები.
არმიას წინამძღოლობას უწევენ, რეგიონალური მსახურების მიერ ხელდასხმული ოფიცრები.
ყველა არმიელი აღიარებს დისციპლინას, ზნეობის მაღალ ნორმებს და უარს ამბობს ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენებაზე. შექმნის დღიდანვე ხსნის არმია აღიარებს ქალთა თანასწორობას და ნებისმიერი პოზიცია და წოდება ხელმისაწვდომია მათვის, და ასევე ხსნის არმია ბავშვობიდანვე ამხნევებს ყველას უყვარდეთ და ემსახურონ უფალს.
ხსნის არმია ევანგელიზაციის სულით დაიწყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა უპოვართა გვერდით. მას აქეთ ხსნის არმია პრაქტიკულად და ეფექტურად მუშაობს იქ სადაც არის წარმოდგენილი. სოციალური საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ თუ მსოფლიო დონის გამოწვევებზე ზრუნვას, სადაც ჩართულნი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და იყენებენ თანამედროვე აღჭურვილობას.
თანამედროვე აღჭურვილობის და მისი მომავალი პროგრესული განვითარებისთვის გამოყენება მუდამ განახლების პროცესშია. უფრო მეტიც, არმიის პოლიტიკა და მისი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
კაცთმოყვარე საქმიანობა გაგრძელდება კერძო და საზოგადოებრივ სამსახურში უფლის განსადიდებლად, რომელიც ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება ამ დედამიწაზე და უფლის სამეფოში კი სამუდამო ცხოვრებას.
ხსნის არმიას წინამძღოლობას უწევს გენერალი ბრიან პედლი, რომელიც 2018 წლის 3 აგვისტოს არჩეული იქნა XXI გენერალად.
* ‘ხსნის არმიის’ აქტი 1980
*უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.salvationarmy.org/