ჩემთვის მუსიკა ღმერთთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზაა! ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიაზრე, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ის სავსეა ლამაზი მელოდიით და გულწრფელი სიტყვებით. ამიტომ ხელიდან არ ვუშვებდი შესაძლებლობას და სკოლის გუნდის რეპეტიციებზე რეგულარულად დავდიოდი, ვიყავი სოლისტი გაკვეთილების დროს, დავამთავრე მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით.
ჯერ კიდევ 90-იანებში, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ უფალი მომიწოდებდა ხსნის არმიის ეკლე
სიაში მსახურად, როგორც მუსიკალური მსახურების ლიდერი.
ერთხელ, როცა საკვირაო მსახურებაზე დამპატიჟეს, აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს ყველაფერს, ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო სიმღერის სიტყვები, რომლებმაც მიაღწიეს ჩემი გულის საიდუმლო ადგილებში და ემოციების ქარიშხალი დაატრიალეს! ჩემი სხეულის ყველა უჯრედით ვიგრძენი და გავიაზრე, რომ თვით უფალი მელაპარაკებოდა ამ სიმღერით! ამ დღეს მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა უფლისთვის ხსნის არმიაში!
უკვე მრავალი წელია ყოველი კვირის მსახურება დღე ჩემთვის ნამდვილი ზეიმი და ჩემი სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მშვენიერი როცა ქრისტეში დებთან და ძმებთან ერთად მუხლს ვიყრით, თაყვანსვცემთ და განვადიდებთ უფალს.
თაყვანისცემის ჯგუფი-ეს ის განსაკუთრებული ჯგუფია, რომლებით თავისი ნიჭით ემსახურებიან უფალს და ეკლესიას ეპატიჟებიან ცოცხალ და გულწრფელ თაყვანისცემაში. ისინი მხოლოდ მომღერლები და მუსიკოსები კი არ არიან, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, არამედ ისინი სულით აღვსილი ადამიანები არიან და ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან დავალებას, რომ თვითონ განადიდონ უფალი და მის თანდასწრებაში წაუძღვნენ ხალხს, რადგან თაყვანისცემა, ეს არის სულის ის გასაღები, რომელიც ხსნის უფლის საიდუმლოებებს და ავსებს შთაგონებით. იოანეს სახარების 4:23-24-ში იესო ამბობს:
„მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
ფსალმუნი 32:1-3 გვასწავლის:
„იხარეთ უფალში მართალნო; გულწრფელებს შეშვენით შექება.
ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
უმღერეთ მას ახალი სიმღერა,
ოსტატურად ააწყვეთ ჰანგი, მხიარულად შემოსძახეთ.“
საკვირაო თაყვანისცემის დროს ვიყენებთ სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტებს: გიტარას (აკუსტიკური, ელექტრო, ბასი),დრამებს, პიანინოს, ვიოლინოს, კლარნეტს, საქსაფონს ანდა მთელი სასულიერო ორკესტრს. ამგვარი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა მრავალხმოვანებით განდიდეს უფალი .
მაიორი ნინო კვერნაძე