2013 წლის ოქტომბრიდან, ხსნის არმიამ დაიწყო  ახალი მიმართულებით მუშაობა ,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ რეაგირება ევროპის მაშტაბით“, რომელიც მიზნად ისახავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მხარდასაჭერ  ერთობლივ და ეფექტურ რეაგირებას. ხსნის არმია ჩართულია ტრეფიკინგის წინაამდეგ პრევენციულ ღონისძიებებში და იბრძვის მსხვერპლთა თავისუფლების და ღირსების აღდგენისთვის.

ტრაფიკინგით დაზარალებულთა  უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში მოლდოვიდან და უკრაინიდან ხვდებიან რუმინეთის გავლით, როგორც სატრანზიტო ან მიმღები ქვეყანა. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ხსნის არმიამ დანიშნა კონტაქტ ოფიცრები საქართველოში,  რუმინეთში,უკრაინასა და მოლდოვეთში. საკონტაქტო ოფიცერი შეითავსებს ისეთ პასუხისმგებლობებს, როგორიცაა სტაბილური კავშირის დამყარება პარტნიორებთან და ამ რეგიონებიდან მსხვერპლთა რეინტეგრაციის პროგრამებში ჩართვა.

გალინა კეტროი

საკონტაქტო პირი და ევროპის ანტი-ტრეფიკინგის ქსელის, ვიცე-მდივანი. კიშინიოვი, მოლდოვა.

“ჩემი ამბიციაა, აღმოსავლეთ ევროპაში ვებრძოლო ტრეფიკინგს, გავზარდო ცნობიერება ახალგაზრდებს შორის ტრეფიკინგის შესახებ, რათა ისინიც არ აღმოჩნდნენ მის მარწუხებში. ასევე შევქმნა ძლიერი ქსელი არასამთავრობოების და მსგავსი ინტერესის მქონე მხარეებთან. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით შეგვიძლია ბრძოლა მის წინააღმდეგ.” გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდეთ:

AHTinfo@eet.salvationarmy.org

ჩამოტვირთვა ბროშურა (ქართული ენა): Anti-Human Trafficking Leaflet Georgian

საკინტაქტო პირი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული მხარე:

  • პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს (პოტენციურ) მსხვერპლს
  • ტრეფიკინგის რისკის სავარაუდო მსხვერპლს სთავაზობს ტრეინინგებს
  • ზრუნავს პარტნიორებისგან მიღებული საკითხებე (მაგ. საჭირო დოკუმენტების შეგროვება)
  • პარტნიორებს აძლევს რჩევებს ტრანზიტულ ან მიმღები ქვეყნის შესახებ
  • უკავშირდება დაინტერესებულ მხარეებს პრევენციის და რეინტეგრაციის პროგრამებისთვის