უნდა ვაღიარო, რომ ამ ბლოგის დაწერა გამოწვევაა. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს მივიდეს ჭეშმარიტებასთან, მოინანიებს ცოდვებს და ცხოვრებას მიუძღვნის იესოს, არ არსებობს სტანდარტული პასუხი, როგორ გამოცდილებას მიიღებს იგი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შედეგად. ზოგიერთისთვის, გადაწყვეტილების მიღება, რომ გახდეს იესოს მიმდევარი, შესაძლოა შევადაროთ ფეხმძიმობის დასაწყისს. სიცოცხლე უკვე არსებობს; თუმცაღა, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ…Continue reading ცხოვრების გამოცდილება მთელი მისი სისავსით
რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?
სიცოხლის გზაზე სვლისას, ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ კეთილი უწყება ხსნასთან დაკავშირებით არის ის, რომ იესო არის ჭეშმარიტება. ეს არ გულისხმობს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ იესო როგორც უფალი და მხსნელი. რადგანაც როდესაც იცი ჭეშმარიტება, თითქოსდა იწყებ „ღირებულების თვლას“. მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მწამდა ღმერთი, იესო და რაც ბიბლიაშია დაწერილი, თუმცაღა,…Continue reading რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?
ხედავ საგზაო ნიშნებს?
წინა კვირაში მე ვწერდი იმ ფაქტის შესახებ, რომ გზა წინ უსწრებს სიცოცხლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი მადლი გამოვლინდება სიცოცხლის ექსტრავაგანტულობის სასწაულით ჩვენს პლანეტაზე. ნებისმიერი სხვა განმარტება სიცოცხლის სასწაულისა, გარდა დიადი შემოქმედისა, არალოგიკურად ჟღერს, და როდესაც ადამიანი ცდილობს უფრო მეტი შეიტყოს, იგი ერთვება სულიერ მოგზაურობაში – გზა. რომელსაც მივყავართ სიცოცხლის მიმნიჭებლისაკენ. წინა კვირის ბლოგთან მიმართებაში, მე…Continue reading ხედავ საგზაო ნიშნებს?
არ გადაუხვიო გზას!
ავტომობილით გადაადგილება საინტერესო გამოცდილებაა აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგჯერ მას გარკვეულ განსაცვიფრებელ გზებზე მივყავართ. მე მაინტერესებს ნიადაგი, რომელზეც მე ავტომობილით გადავაადგილდები არის თუ არა ნამდვილად გზა. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით არ მქონია შემთხვევა, რომ ვერ მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე გზის ხარისხის გამო. ამ დროს სწავლობ გარკვეულ ხრიკებს. გამოწვევაა იმოძრაო გაუბადრუკებულ გზაზე წვიმის დროს, რადგანაც შეუძლებელი ხდება დაინახო ღრმა ორმოები,…Continue reading არ გადაუხვიო გზას!
გწამს ეს?
ეს არის ძალიან მარტივი შეკითხვა, რომელიც ასევე მარტივ პასუხს მოითხოვს: „დიახ“ ან „არა“. იესოს საუბრის კონტექსტი მგლოვიარე მართასთან. მან და მისმა დამ მარიამმა ის-ის იყო დაკრძალეს ლაზარე, მათი ძმა. იესომ მას უთხრა: ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“იოანე 11:25-26…Continue reading გწამს ეს?
კრავიდან მწყემსამდე
შესაძლოა კრავად ყოფნიდან მწყემსად გახდომა?თუ საკუთარ თავებს ერთპიროვნულად შევზღუდავთ ფიზიკური სამყაროდან, უნდა ვაღიარო, რომ ეს მე ძალიან მძაბავს. თუმცაღა, სულიერ სამყაროში, ეს თითქოს სასურველი პროგრესია, და ასევე გახლავთ ქრისტეში ცხოვრების ერთ-ერთი ატრიბუტი. ნათლისმცემელმა მიუთითა იესოსკენ და განაცხადა: ,,აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.“იოანე 1:29 ამგვარად, იესო ასევე იყო ღვთის კრავი და მან განაცხადა: „მე…Continue reading კრავიდან მწყემსამდე
სიცოცხლის კარის მეშვეობით
საინტერესოა რომ სიტყვა „მეშვეობით“ მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა „სიცოცხლის ატრიბუტთან“, რამეთუ ისინი წარმოდგენილია იესოს მიერ იოანეს სახარებაში. განაცხადი: „რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში“ (1) სავარაუდოდ ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვასთან „მიღმა“. თუკი მე მსურს ამ წუთისოფელში ცხოვრება ისევე როგორც იგი არის ამ წუთისოფელში, მე ვაანალიზებ, რომ ეს ნიშნავს 100% დამოკიდებულებას მასზე, მაშინ როდესაც იგი მოქმედებს ჩემი „მეშვეობით“, ხოლო მე…Continue reading სიცოცხლის კარის მეშვეობით
სიცოცხლის ნათელი
იესოს მეორე „მე ვარ“ განაცხადი არის „მე ვარ ნათელი სოფლისა!“ (1). მიუხედავად იმისა. რომ არ არის პრობლემა იესოს სხვა მახასიათებლები დავუკავშიროთ მის მიმდევართ, მახასიათებელი რომ არის „ნათელი სოფლისა“ იესო გარკვევით მიანიჭებს მის მიმდევართაც. მთაზე ქადაგებისას მან თქვა: „თქვენ სოფლის ნათელი ხართ… ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც…Continue reading სიცოცხლის ნათელი
მსოფლიოს სჭირდება პური!
მე მახსოვს კრიზისი ბიაფრაში. კვლევებით მიჩნეულია, რომ შიმშილის ეს კატასტროფა არის პირველი ჰუმანიტარული კრიზისი, სადაც მედიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ამ მოვლენაში მთელი მსოფლიო ჩართულიყო. ჩემმა ოჯახმა ამ კრიზისამდე რამოდენიმე თვით ადრე შეიძინა ტელევიზორი და გაძვალტყავებული ბავშვების ხილვამ ჩემზე, 11 წლის ბიჭუნაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მე ასევე მახსოვს ნორვეგიის ეკლესიის შემწეობის შესაგროვებელი პირველი ყუთი წარწერით „პური მსოფლიოსათვის“. ეს…Continue reading მსოფლიოს სჭირდება პური!
ცხოვრების ატრიბუტები
თუ თქვენი მისიაა ქრისტეს ცხოვრების ადამიანებამდე მიტანა, მნიშვნელოვანია, რომ მე ვიცოდე მისი ცხოვრების ატრიბუტები. თუ მე მეცოდინება რა არის ის ატრიბუტები, იგი ასევე გახდება ჩემი ცხოვრების ატრიბუტებიც. რადგანაც, მის მსგავსად, ჩვენც ვართ ამ სამყაროში (1). გასულ კვირას მე ყურადღება გავამახვილე ზოგიერთ ატრიბუტზე, რომელიც ეხება იესოს შვიდი „მე ვარ“ განაცხადს იოანეს სახარებიდან, და მე ჩავრთე „მე ვარ“ როგორც ერთ-ერთი ატრიბუტი….Continue reading ცხოვრების ატრიბუტები
