გენერალის საშობაო სიტყვა 2024

წელს მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო Testify Congress-ზე, რომელიც გაიმართა ხსნის

არმიის აშშ დასავლეთის ტერიტორიაზე. მრავალი შთამბეჭდავი მომენტი იყო, მაგრამ

განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ტრანსფორმაციის საოცარი ისტორიები იმ ქალების და

მამაკაცების, რომელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ღმერთის სიყვარული

იგრძნეს იესო ქრისტეში.

 

„რადგან ღმერთს ისე უყვარს ეს სამყარო..“ – დიახ დრო შევცვალე. ეს მუხლი ამბობს:

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე “ (იოანე

3:16). მაგრამ ღმერთის სიყვარული ისეთივე ცოცხალი, ჭეშმარიტი და ღრმაა დღეს, როგორც

პირველ შობას იყო. ეს რჩება ღმერთის სიყვარულისა და მისი გეგმის უდიდეს

მტკიცებულებად ყველა ადამიანისთვის – მისი ძის საჩუქარი, ჩვენი ხსნა – არა მხოლოდ

წარსულში, არამედ ახლაც. ეს არის ის სასიხარულო ამბავი, რომელსაც შობას აღვნიშნავთ.

ეს ამბავი პირველად წინასწარმეტყველმა ესაიამ გვახარა დიდი ხნის წინ:

რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ

მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს

მშვიდობისა.რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და

უკუნისამდე.“(ესაია 9:6-7)

 

ეს ამბავი კიდევ ერთხელ ანგელოზებმა გააცხადეს იესოს დაბადებისას:

„იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს.და

აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი

შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: “ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც

მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი,

რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში

მწოლარეს.”და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და

აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:“დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და

კაცთა შორის სათნოება!“ (ლუკა 2:8-14)

ბიბლია გვიყვება, რომ მწყემსები მაშინვე წავიდნენ იესოს სანახავად და როცა ნახეს

გაავრცელეს ეს ამბავი. ეს ძალიან მომწონს! მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს იმის გაზიარება

რაც ნახეს და განიცადეს. მწყემსებმა იესო აღიარეს როგორც მხსნელი და დრო არ დაკარგეს,

რომ ეს კარგი ამბავი გაევრცელებინათ. რა საოცარი მოწმობაა!

მას შემდეგ მორწმუნეები აგრძელებენ ღმერთის სიტყვის გავრცელებას, მისი ძის, ჩვენი

მხსნელი იესო ქრისტეს მეშვეობით, მის მაცხოვნებელ, შემწყალებელ, განმტკიცებულ

საქმეზე. ამის მტკიცებულება Testify Congress-ზეც ვნახე – ადამიანები, რომლებიც

აღიარებდნენ ღმერთის ტრანსფორმაციულ ძალას თავიანთ ცხოვრებაში, ზუსტად ისე,

როგორც მწყემსებმა ეს გააკეთეს იმ ღამეს.

თავის წიგნში, „საღვთო რისკი“, გენერალი შოუ კლიფტონი წერს:

„შობის არსი იესოშია შეჯამებული. თავად იესოს სახელი მთელ ისტორიაში მოწმობს, რომ

არსებობს მხსნელი. ლოგიკურად, თუ არსებობს მხსნელი, ესე იგი გვჭირდება ხსნა. თუმცა,

სანამ ჩვენ გავიაზრებთ ჩვენს საჭიროებას, მხსნელი უკვე იქ არის. ის არის, ვინც გვიჩვენებს

ჩვენს სიღრმისეულ საჭიროებებს და სულიწმიდის მეშვეობით ნაზად გვიბიძგებს გავყვეთ

მის მოწოდებას ხსნისკენ. შობა შესაბამისად არის იესოს, როგორც მხსნელის აღმოჩენა,

ხელახლა აღმოჩენა ან დადასტურება, და მისი აღმოჩენისას ჩვენ ვპოულობთ საკუთარ თავს

და ჩვენს ნამდვილ მდგომარეობას.“

ღმერთს კვლავ შეუძლია ადამიანების გულების შეცვლა და მათთვის ახალი სიცოცხლის

მიცემა. და, როგორც მწყემსებმა ჩვენც შეგვიძლია დავუმოწმოთ ეს არაჩვეულებრივი ამბავი

ჩვენს გარშემომყოფებს.

ამ შობას, როდესაც მხსნელის დაბადებას ვზეიმობთ, ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს

სულიწმიდის ცეცხლოვანი მოტივაცია იესოზე საუბრისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა

განიცადოს ღმერთის სიყვარული, რომელიც გამოავლინა თავისი ძის, ჩვენი მხსნელის,

იესოს სახით.

კომისარი ბრონვინი და მე ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გაკურთხოთ ამ საშობაო სეზონზე.

ლინდონ ბაკინგემი

გენერალი