საქართველოს ეწვევა გენერალი ანდრე კოკსი და კომისარი სილვია კოკსი

ოთხშაბათს 1 ივნისს „ხსნის არმიის“ დაახლოვებით 30 წარმომადგენელი შეხვდა გენერალ ანდრე კოკსს და მის მეუღლეს თბილისის აეროპორტში. მათი ვიზიტი საქართველოში გაგრძელდა მხოლოდ ოცდაოთხი საათი, მაგრამ მომზადება ამ მოვლენისათვის დაიწყო დიდი ხნით ადრე. ოფიცერთა ორი შეხვედრის შემდეგ, სტუმრები გაემგზავრნენ საქართველოს ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. ქართული სუფრის შემდეგ ლიდერები და ოფიცრები გაემგზავრნენ ბაპტისტურ ცენტრში, სადაც გაიმართა საერთო საზეიმო შეხვედრა. დაახლოებით 200 -მდე ადამიანი შეიკრიბა ცენტრი.

ისინი მოუთმენლად ელოდნენ საერთაშორისო ლიდერების ჩამოსვლას. შეხვედრა დაიწყო რუსული და ქართული საგალობლებებით, რომლებიც მიჰყავდათ თაყვანისცემის ჯგუფს. საერთაშორისო ლიდერების დახვედრა მოხდა ქართული ტრადიციული წესით. მათ ასევე მიეცათ შანსი ეხილათ ქართული ცეკვა დიდი დიღომის კორპუსის ბავშვების შესრულებით. ამ ბავშვების უმრავლესობა აქტიურ მონაწილეობას იღებს კორპუსის „სკოლის შემდგომ“ პროგრამაში. 8 კორპუსის რამოდენი წევრი წარსდგა დამოწმებით, სადაც ისინი მოგვითხრობდნენ თუ რას აკეთებს ღმერთი მათი და კორპუსების სხვა წარმომადგენლების ცხოვრებაში. „ფონიჭალის“ კორპუსის ახალგაზრდებმა აჩვენეს არაჩვეულებრივი დრამა, რომელშიც ხუთმა მოზარდმა დახატა ქრისტეს სახე, ფეხები და ხელები, რის შემდეგ სურათები დაჭრეს ისე, რომ წითელმა საღებავმა სისხლის სახით გამოსახა ქრისტეს ჭრილობები.

ეს მძლავრი გამოსახულება დარჩება ბევრი ადამიანის გულსა და მეხსიერებაში. გენერლის მიერ თვითუარყოფისკენ მოწოდების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა მოიდრიკა მუხლი და გამოთქვა სურვილი ყოფილიყო საქართველოს ისედაც მრავალტანჯული საზოგადოებისათვის ცვლილების მომტანი. ასევე, ძალიან სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს სატელევიზიო არხმა „ტაბულამ“მოამზადა რეპორტაჟი საქართველოში გენერლის ვიზიტის შესახებ და ჩაწერა გენერალთან ინტერვიუ, რომელიც გაშუქდა არხის მეშვეობით. შეხვედრის ბოლოს ადგილი ჰქონდა არანაკლებ სასიამოვნო მოვლენას. „ხსნის არმიის“ დამფუძნებლის მიერ დაწერილი ჰიმნი ‘O Boundless Salvation’ „სასწაულთმოქმედო“ შესრულდა ქართულ ენაზე. ასეთნაირად დასრულდა შესანიშნავი საერთო საზეიმო შეხვედრა, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.