გენერლის 2023 წლის სააღდგომო მესიჯი ‘აღსრულდა’ (იოანე 19:30)

აღდგომის მოახლოებასთან ერთად ხსნის არმიის ლიდერები ერთად იკრიბებიან ახალი გენერლის ასარჩევად. მსოფლიოს გარშემო ლიდერთა მსახურების პრივილეგია დასასრულს უახლოვდება კომისარ როზალიასთვის და ჩემთვის. ჩვენ ვცდილობთ ბოლომდე მივიყვანოთ ის რაც დასახული გვქონდა. მალე ჩვენ ვიტყვით „აღსრულდა“.

აღდგომაზე ფიქრის დროს, ჩემს ყურადღებას იქცევს ჯვარცმული იესოს სიტყვები: „აღსრულდა.“ რამდენად ღრმაა იესოს ბაგით ნათქვამი და იოანეს 19:30-ში ჩაწერილი ეს სიტყვები. მისი მიწიერი ცხოვრება და მსახურება – უდიდესი ყველა ადამიანურ სიცოცხლეს შორის და ყველაზე შორს მწვდომელი მსახურებებს შორის- დასასრულს მიუახლოვდა.

აღსრულდა.

სიტყვა „აღსრულდა“, უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს იმის გავითვალისწინებით, რომ იგი იესომ საკუთარ მშობლიურ, არამეულ ენაზე წარმოთქვა. იგი ნიშნავს სრულ მიძღვნას – რომელიც აღსრულდა მის სიკვდილამდე. ქრისტე, რომელიც უკვდავი ღმერთია თავისი ნებით და სრული მიძღვნით ადამიანად მოვიდა. როგორც ადამიანმა მან საკუთარი სხეულით განიცადა  ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი. პავლე ამას აჟღერებს ფილიპელთა მიმართ მიწერილ წერილში (2:5-8), სადაც წერს „თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია. რომელიც ღვთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.“ იესო შეიმოსა ჩვენი ადამიანობით. მას ჩვენი ესმის. მან გამოსცადა საჯაროდ სიკვდილით დასჯის უკიდურესობა მთელი თავისი დამცირებით. მისი ჩვენად ყოფნა ტკივილის, ტანჯვის და სიკვდილის ჩათვლით, დასრულებულია.

აღსრულდა.

მოგვიანებით, როდესაც იოანემ სახარება დაწერა ბერძნულად, მან იესოს ბოლო სიტყვების, ‘აღსრულდა’, გაჟღერებისას ფინანსური ტერმინოლოგია გამოიყენა, რაც აღნიშნავდა ვალის ბოლო თეთრამდე, სრულიად გადახდას. ამით სახარების მახარებელი შეგვახსენებს, რომ სრული მიძღვნით იესომ ბოლომდე, სრულად გადაიხადა კაცობრიობის ცოდვის საზღაური. ჯვარზე ჩვენი საზღაური სრულად იქნა გადახდილი. პავლე ‘სრულად გადახდას’ უკავშირებს ცოდვების აღარ ჩათვლას და სრულად შერიგებას ჯვრის მეშვეობით. იგი ამაზე საუბრობს 2 კორინთელთა  5:19-ში „..ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი..“ ცოდვა უკვე აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას – ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ როგორ ვუპასუხებთ მხსნელს, რომელმაც სრულად გადაიხადა ჩვენი გადასახდელი საზღაური.

აღსრულდა.

ამ წლის დასაწყისში დავადასტურე „ერთხელ და ყველასთვის“. რომაელთა 6:10-ში ვკითხულობთ: „..ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს.“ ღმერთმა ზრუნვა დაიწყო ჩვენზე ახალი აღთქმით, რომელიც ჯვრიდან იწყება. ერთხელ და ყველასთვის. სრულად გადაიხადა. ებრაელთა 9:28 შეგვახსენებს, რომ ქრისტე ერთხელ შეიწირა და მრავალთა, მათ შორის ჩვენი ცოდვა ეტვირთა, ხოლო იოანე 1:29 აცხადებს, რომ „აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს.“ ეს არის ჩემი ცოდვა და შენი ცოდვა.

აღსრულდა.

იმ ჭეშმარიტებასთან ერთად, რომ ქრისტე მოკვდა ერთხელ და ყველასთვის, არსებობს სხვა ჭეშმარიტებაც, რომ ის ცოცხალია, და რადგან ის ცოცხალია, ჩვენც ვცოცხლობთ. სწორედ ეს არის აღდგომის არსი. რაც არ უნდა მოხდეს, იესოს მიერ ჩვენთვის გაწეული საქმის ჭეშმარიტება ურყევი რჩება. რაცარუნდა მოხდეს, ჩვენ დაცულნი ვართ მასში და სრულად ვაცნობიერებთ მის ზრუნვას. რაცარუნდა მოხდეს, უდიდესი გამარჯვებულებივით და დიდებული მძლეველივით შეგვიძლია ცხოვრება, რადგან უფალი ერთგულია და მისი მადლი საკმარისი. რომაელთა 5:8 ამბობს: „ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ აღსრულდა, ერთხელ და სამუდამოდ…ამით ყველაფერი იცვლება.

აღსრულდა.

კომისარი როსალიასთან ერთად გიგზავნით სააღდგომო მოკითხვას.

ბრაიან პედლი

გენერალი