ხსნის არმია მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სტილით. ხსნის არმიის დოქტრინებში ასხულია ქრისტიანული რწმენა და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას ადამიანისთვის.
ბროშურა სახელწოდებით: The Salvation Army in the Body of Christ is an ecclesiological statement („ხსნის არმია ქრისტეს სხეულში-ეკლესიური მოწყობა“) გამოიცა საერთაშორისო შტაბბინის მიერ და დაიბეჭდა Salvation Books -მიერ. შესავალში გენერალი კლიფტონი აღნიშნავს „ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენთვის, ვინც ეკუმენურ საქმიანობას ვეწევით, რათა შევძლოთ ჩვენს შესახებ მოვუყვეთ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს , იმ შემთხვევაში თუ ეს საერთო ენის პოვნაში დაგვეხმარება. ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ, თუმცა გვსურს გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა ქრისტეს სხეულის სხვა ნაწილებისთვის “
აქედან შეგიძლიათ ამ ბროშურის ინგლისურად ჩამოტვირთვა.
The Salvation Army in the Body of Christ – an Ecclesiological Statement
ბროშურის ავტორი გახლავთ გენერალი, რომელმაც რეკომენდაციები საერთაშორისო დოქტრინების საბჭოს და საერთაშორისო მენეჯმენტის საბჭოსგან მიიღო და დაიბეჭდა ხსნის არმიის საერთაშორისო საბჭოს მიერ.
**უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.salvationarmy.org/