ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ბავშვები ღმერთის საჩუქარია ჩვენს ოჯახებში. მართალია ისინი ჩვენგან მოევლინენ ქვეყანას, მაგრამ თითოეული მათგანი ღმერთის ქმნილებაა და არა პირადი საკუთრება. ჩვენი სურვილია თითოეულმა ბავშვმა მიაგნოს თავის მოწოდებას და იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში, იცხოვროს დისკრიმინაციისგან დაცლილ, უსაფრთხო გარემოში და დაცული იყოს ძალადობის და დანაშაულებრივ გარემოში მოხვედრისგან. მიუხედავად ბავშვების სოციალური მდგომარეობისა, მათ ერთნაირად აქვთ…Continue reading ბავშვთა მსახურება
იყავი მზად, იყავი ჩართული, იყავი პასუხისმგებლიანი
“იყავი მზად, იყავი ჩართული, იყავი პასუხისმგებლიანი” “ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ” ეფეს 2:10 ივნისი*რა არის მოწოდება?ივლისი*მოწოდების ორი მხარეაგვისტო*მოწოდების ფორმასექტემბერი*პასუხი მოწოდებაზეოქტომბერი*მოწოდების ამოცნობანოემბერი*მოწოდების გამოწვევებიდეკემბერი*მოუსმინე უფლის ხმას პლაკატი – https://bit.ly/3xUgQEO
მადლის მაუწყებლებს ვულოცავთ ხელდასხმას!
რა მშვენიერი სახელია – მადლის მაუწყებლები! თქვენი ოფიცრად შედგომასთან ერთად ვლოცულობთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება და მსახურება ცნობილნი გახდეს მადლის ხარებით. დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, ვიდრე ოდესმე. სამყაროში, სადაც ბოროტება ძლიერი ჩანს, უფლის უპირობო სიყვარული და წყალობა შუქურასავით ანათებს ბნელ ღამეში. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ქალმა, მამაკაცმა, ბიჭმა და გოგონამ გაიგოს და განიცადოს…Continue reading მადლის მაუწყებლებს ვულოცავთ ხელდასხმას!
ლოცვის 40 დღე
უკვე სამი წელია, რაც აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მივიღეთ დანიშნულება და რაც მოლდოვაში ვცხოვრობთ. წარმოდგენა არ გვქონდა რა გველოდა, მაგრამ უფალს მივანდეთ წინამძღოლობა, ხელმძღვანელობა და დაცვა. ამ ხნის მანძილზე იმ არაჩვეულებრივ ხალხს შევხდით, რომლებიც წარმოადგენენ ამ ტერიტორიას და დავინახეთ უფლის თანდასწრება და უფლის სიცოცხლე მის ხალხში. წარმოდგენა არ გვქონდა რა მოვლენები განვითარდებოდა გასულ წელს. კოვიდ_19-მა გაგვაკვირვა 2020 წლის დასაწყისში და ივლისში ტერიტორიის ლიდერებად მივიღეთ…Continue reading ლოცვის 40 დღე
მაიორ ვიაჩესლავ კატრუცას ხსოვნა
სიხარულ-ნარევი ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2021 წლის 1 აპრილს მაიორი ვიაჩესლავ (სლავა) კატრუცა გადავიდა უფალთან დიდებაში. მაიორი სლავა უყვარდათ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და ხსნის არმიის მსოფლიო ოჯახში. მისი სიცოცხლის სიყვარული, იუმორის გრძნობა, მისი უფლის და ხსნის არმიის სიყვარული მჟღავნდებოდა მისი ცხოვრების ყველა ასპექტში. მასთან გატარებული რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეგეძლოთ თავისუფლად გეწოდებინათ მისთვის მეგობარი….Continue reading მაიორ ვიაჩესლავ კატრუცას ხსოვნა
ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღე, 28.03.2021
2021 წლის 28 მარტის ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უამრავი მასალები და აქტივობების მოძიება შეიძლება ონლაინ. ყოველი წლის მარტის თვის მეოთხე კვირა განსაკუთრებულია ხსნის არმიის ოჯახისთვის მსოფლიო მასშტაბით, რადგან ამ დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია ლოცვა.წლევანდელი თემა კი გახლავთ ,,დანახული და შესმენილი“, ეს წელი განსაკუთრებით განსხვავებული იყო ბავშვებისთვის, რადგან მათი ჩვეული ცხოვრება, განათლება და სოციალური…Continue reading ბავშვთა და ახალგაზრდული ლოცვის საერთაშორისო დღე, 28.03.2021
დაე, ღმერთმა დალოცოს ჩვენი გზები მისი ნების შესასრულებლად
https://www.youtube.com/watch?v=UgeDbUCFkl4პოლკოვნიკი კელვინ პედიბრიჯი, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის მეთაური იწყებს სტრატეგიულ გეგმის შესრულებას მთელი ტერიტორიისთვის. დაე, ღმერთმა დალოცოს ჩვენი გზები მისი ნების შესასრულებლად.
ნატვრის ხე
1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს “ხსნის არმიის” საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ. “ნატვრის ხე”, იგივე “ანგელოზის ხე” 2010 წლიდან ხორციელდება და მიზანად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების…Continue reading ნატვრის ხე
სამი დღის ოთხი ამბავი
https://youtu.be/B8RVdtGGyp8 პარასკევის გვიან საღამოს, მომცრო სამზარეულოში, ხსნის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცი ლევანი, ნინო და პავლე ღამის თბილისში სამოგზაუროდ ემზადებიან. ნინო ქვაბებს დასტრიალებს, პავლე და ლევანი კონტეინერებში ალაგებენ ცხელ საჭმელს. ჩაითაა ავსებული უზარმაზარი თერმოსიც. იტვირთება მანქანა და კოტე აფხაზის ქუჩისკენ იღებს გეზს: როგორც მაიორი ნინო მიხსნის, დათქმული ტრაექტორიით, აქ ეგულებათ ის უსახლკაროები, რომლებსაც წინა წლებში, ყოველ…Continue reading სამი დღის ოთხი ამბავი