მაიორ ვიაჩესლავ კატრუცას ხსოვნა

სიხარულ-ნარევი ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2021 წლის 1 აპრილს მაიორი ვიაჩესლავ (სლავა) კატრუცა გადავიდა უფალთან დიდებაში.

მაიორი სლავა უყვარდათ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და ხსნის არმიის მსოფლიო ოჯახში. მისი სიცოცხლის სიყვარული, იუმორის გრძნობა, მისი უფლის და ხსნის არმიის სიყვარული მჟღავნდებოდა მისი ცხოვრების ყველა ასპექტში.

მასთან გატარებული რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეგეძლოთ თავისუფლად გეწოდებინათ მისთვის მეგობარი. გულიანად გაგაცინებდათ თავისი თავგადასავლების გაზიარებით და არავის ეპარება ეჭვი, რომ მას უზომოდ უყვარდა ხალხთან ყოფნა და სიცოცხლის და მსახურების სიყვარულის გაზიარება.

ვისაც მასთან როდისმე ჰქონია ურთიერთობა, იცის თუ რამდენად ღრმად უყვარდა მას უფალი, რომელიც იყო კიდევაც მისი მოტივაციის და სიხარულის წყარო.

მაიორმა სლავამ, მისი ცხოვრების მეგზურთან, მაიორ ელენასთან ხელდასხმული იყო ა 2000 წელს და მსახურობდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დივიზიებში ვიდრე დანიშნულებას მიიღებდნენ ტერიტორიაზე 2020 წელს, ბიზნეს ადმინისტრირების მდივნის მოვალეობის (სლავა) და პროგრამების მდივნის (ელენა) პოზიციაზე.

სლავა, როგორც ტერიტორიის კაბინეტის წევრი, დაფასებული იყო მისი სიბრძნით, გამჭრიახობით და ტერიტორიის ცოდნით. მას ჰქონდა ნიჭი იმისა, რომ ახალი იდეებისთვის ყოფილიყო ღია და ამაში დაენახა ქალების, მამაკაცების და ბავშვების გულებში უფლის შეცნობის გზით უფლის სამეფოს  ზრდის შესაძლებლობა. მისი სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი მასში ხედავდნენ იესო ქრისტეს  და მისით ირწმუნეს ბევრმა.

ახლა მაიორი ვიაჩესლავ კატრუცა უფლის თანდასწრებაშია და მჯერა, მას ესმა სიტყვები: „კარგო, კეთილო და ერთგულო მსახურო“. გთხოვთ გააგრძელოთ ლოცვა მაიორ ელენასთვის, მათი ვაჟი ვიაჩესლავისთვის (უმცროსი) და სლავას ოჯახისთვის.

დარწმუნებული ვარ, სამოთხე ბევრად უფრო მხიარული ადგილი გახდა სლავას იქ ყოფნით.