რა უსწრებს სიცოცხლეს წინ?

მე გიბრუნდებით ჩემი ყოველკვირეული ნააზრევით და ბოლო მისალმება იყო „იცხოვრე მისიით“. ჩვენი მისიაა ქრისტეს სიცოცხლე მივიტანოთ ადამიანებთან – რაც უკავშირდება ჩემს ფოკუსს ამ წლისათვის.

ბევრი წიგნი დაწერილა თემაზე: „პირველადი საგნების პირველ ადგილზე მოთავსება“, სადაც კონტექსტი არის ლიდერობა, დროის მენეჯმენტი, ნებისმიერი სხვა საგნის ფასეულობა, საბოლოო ხაზი ყოველთვის უცვლელი რჩება: როგორ უნდა მივიღო მაქსიმუმი ცხოვრებისაგან?

ვფიქრობ, ეს საკმაოდ ახლოსაა ჩვენს მისიასთანაც. ჩემი აზრით, შესაძლებელია მაქსიმუმის მიღება ცხოვრებისაგან, როდესაც საშუალებას მივცემ ცხოვრებას მაქსიმუმი მიიღოს ჩემგან – მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. მარტივია ფიქრი იმის შესახებ, რომ ჩვენი ცხოვრება არის ყოველივე იმის მსგავსი, რაც ჩვენს ირგვლივაა და ითხოვს ჩვენს ყურადღებას, მე დავასრულებ სხვების ცხოვრებით, ნაცვლად იმისა, რომ ვიცხოვრო საკუთარი ცხოვრებით. მე ამას არ ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ ცხოვრებამ მიიღოს მაქსიმუმი ჩემგან.

ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მეცნიერული მხარდაჭერის მიღება, როდესაც განვაცხადებთ, რომ ცხოვრების გარეშე არ არსებობს არაფერი. მაგრამ, განა ეს არ გახდის შეკითხვას „რა უსწრებს სიცოცხლეს წინ“ არასწორს?

სრულებით არა. 

არსებობს რაღაცა სიცოცხლეზე მეტი. 

იესომ განაცხადა:

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“
იოანე 14:6

სამი რამ არის ნახსენები, რაც წინ უსწრებს სიცოცხლეს:

  1. მე ვარ = ღმერთის სახელი – ვინც ქმნის და გვაძლევს სიცოცხლეს (1)
  2. გზა = მიმართულება იმ ცხოვრებისკენ დასაბრუნებლად, რომელიც თავდაპირველად გვებოძა (2)
  3. ჭეშმარიტება = ამ ცხოვრების ბირთვი და როგორ უნდა წარიმართოს ცხოვრება (3)

თუ ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ მისია, ეს სამი რამ უნდა იდგეს თავის ადგილას, სანამ ცხოვრება დაიწყება. მხოლოდ მაშინ, მე მივიღებ დანარჩენს ცხოვრებისაგან, და ცხოვრება მიიღებს მაქსიმუმს ჩემგან. ეს გახლავთ საინტერესო აზრი.

„ციური მანნა“ დღეისათვის“

სიცოცხლის გულისათვის: პირველადი საგნები პირველ ყოვლისა!

————————————-
(1) და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან.“ გამოსვლა 3:14
(2) პირველ ქრისტიანებს ეწოდათ „გზაზე დამდგარნი“ მაგ. საქმეები 22:4
(3) ,,თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ იოანე 8:31-32