ახალი დანშნულებები აღმ. ევროპის ტერიტორიაზე

2020 წლის 1 ივლისიდან პოლკოვნიკები იოსტინ და მაგნა ნილსენები დაიკავებენ ახალ დანიშნულებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. პოლკ. იოსტინი დაიკავებს პროგრამების დეპარტაპენტის უფროსი მრჩევლის ადგილს და პოლკ. მაგნა კი პერსონალის უფროსი მრჩევლის ადგილს ნორვეგიისა და ისლანდიის ტერიტორიაზე.

პოლკოვნიკმა ნირსენებმა ბოლო რვა წელი გაატარეს აღმ. ევროპის ტერიტორიაზე, და აქედან ხუთი წელი ეკავათ გენერალური მდივანის/ტერიტორიის ქლთა მსახურების მდივანის პოზიცია, ვიდრე გახდებოდნენ ტერიტორიის ლიდერები 2018 წლის იანვარში.

ამ პერიოდის განმავლობაში მათ ძალიან ბევრი რამ ჩადეს ტერიტორიის ცხოვერბაში და ძალიან დაგვაკლდებიან.

2020 წლის 1 ივლისიდან ახლანდელი გენერალური მდივანი და ქალთა მსახურების მდივანი, პოდპოლკოვნიკები კელვინ და შერიენ პესიბრიჯები გახდებიან აღმ. ევროპის ტერიტორიის ტერიტორიული ლიდერები პოლკოვნიკის რანგში.

პოლკ. კელვინ პესიბრიჯი ჩაიბარებს ტერიტორიის მეთაურობას, ხოლო პოლკ. ჩერიენ პესიბრიჯი აიღებს ქალთა მსახურების ტერიტორიის პრეზიდენტობის და სულიერი ცხოვრების განვითარების დეპარტამენტის მდივნის პასუხისმგებლობას.

პოდპოლკოვნიკი პესიბრიჯები აღმ ევროპაში ჩამოვიდნენ ავსტრალიის ტერეიტორიიდან 2018 წლის აპრილს. ისინი 37 წელია რაც ოფიცრები არიან და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვეს ამ ხნის განმავლობაში. ისინი ჯერ იყვნენ კორპუსის ოფიცრები, შემდეგ კი დიციზიის ლიდერები სანამ დანიშნულებას მიიღენდნენ ავსტრალიის აღმ ტერიტორიის შტაბბინაში, სადაც პოლკოვნიკი კელვინი ბიზნეს ადმინისტრაციის მდივანი, და ავსტრალიის ტრიტორიის ფორმირებაზე იყო პასუხისმგებელი. ამ პერიოდში პოლკ. შერიენი ასრულებდა პერსონალის მდივნის ასისტენტის მოვალეობას სანამ გახდებოდა ქალთ მსახურების ტერიტორიის მდივანი.

პოდ. პოლკოვნიკებს კელვინ და შერიენს ჰყავთ 3 ზრასრული შვილი და 6 შვილიშვილი.

ასევე 2020 წლის 1 ივლისს, მაიორები ანა და რიჩარდ ბორეტები, შემოგვიერთდებიან აღმ. ევროპის ტერიტორიაზე. ამჟამად მათ უკავიათ შოტლანდიის დივიზიის ლიდერობა. მაიორი რიჩარდი დაიკავებს ტერიტორიის გენერალური  მდივნის მოვალეობას, ხოლო მაიორი ანა ქალთა ამსახურების ტერიტორიის მდივნის და პერსონალის მდივნის მოვალეობას პოდპოლკოვნიკის რანგში.

მაიორები ანა და რიჩარდი უკვე 34 წელია რაც დაოჯახებულები არიან და ჰყავთ 2 შვილი. ელენე წელს მიიღებს ოფიცრად ხელდასხმას და ედუარდი თავის მეუღლესთან, სოფისთან, ერთად მუშაობს ხსნის არმიის პიონერულ ეკლესიაში. ისინი უკვე 27 წელია რაც ოფიცრის ფორმას ატარებენ და „იესოს მაცნეების“ კურსდამთავრებულები არიან. ამ ხნის ამნძილზე იყვნენ კორპუსის ოფიცრები, ახალგაზრდული მსახურების ოფიცრები უილიამ ბუთის კოლეჯში. ბოლო 10 წელია ჩაიბარეს პასუხისმგებლობა დივიზიის შტაბბინაში ევანგელიზაციაზე, კატედებზე ასევე  პერსონალზე, და მოგვიანებით კი დაინიშნენ დივიზიის ლიდერებად. ისინი აცხადებენ რომ „უკვე წლებია გვაქვს მოწოდება ვემსახუროთ ღმერთს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ვხედავთ, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დროა ვიმსახუროთ აღმ.ევროპის ტერიტორიაზე ჩევნი მოწოდების თანახმად.

2017ში გვქონდა პატივი სხვა ლიდერებთან ერთად მოგვენახულებინა აღმ.ეროპის ტეტირორია. ერთ საღამოს, როცა დროს ვატარებდით შტაბბინის თანამშრომლებთან ერთად მოლდოვაში, ჩვენ ორივეს გულში გვქონდა ასეთი დამოწმბა „თქვენ დაბრუნდებით“ – მან განგვიცხადა ჯერ კიდევ არგაცხადებული! ასე რომ მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად თანამშრომლობას და იმედით მოველით აღთქმულს, რომ უფალი ჩვენთან არის და განაგრძობს თავისი ნების და მიზნის აღსრულებას აღმ.ევროპი ტერიტორიაზე.“