მე ვარ სტეფანე

მე ვარ სტეფანე, 11 წლის. მანამ სანამ გავიცანი უფალი, მე ვიყავი დაუმორჩილებელი ბავშვი. არ მიყვარდა ჩემს ტოლებთან ურთიერთობა და ამიტო სკოლაში მეგობრები არ მყავდა. არ მინდოდა მარტო სახლში დარჩენა როცა მამა მთვრალი იყო, ხშირად ვეჩხუბებოდი მას.

ერთი წლის უკან როცა დედამ მომიყვანა ეკლესიაში, ჩემი ხასიათი ნელ-ნელა შეიცვალა. ეკლესიაში საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა მასწავლეს მშობლების პატივისცემა და მათ მიმართ მორჩილება. მე დავიწყე მამის დაფასება.

ახლა უკვე მყავს მეგობრები და დავიწყე მათთან ურთიერთობა, ღმერთის დახმარებით ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მე მიყვარს ბიბლიის კითხვა, ეკლესიაში გავდივარ უმცროსი რეკრუტების გაკვეთილებს და მალე გავხდები ხსნის არმიის უმცროსი ჯარისკაცი. მადლობა უფალს ჩემი მწყემსებისთვის, რომლებმაც მასწავლეს სიყვარული და არ ჩავიკეტო საზოგადოებისთვის.