საზაფხულო ბანაკი უკრაინელი ბავშვებისთვის

უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა, არცერთი ცივილიზებული ადამიანი არ დატოვა გულგრილად. ამის ფონზე, ჩვენი ეკლესია, ხსნის არმია, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავდა, ტრამვირებული ადამიანების ყოფის შემსუბუქებას. 2022 წლის 10 აგვისტოს სტარტი აიღო „საზაფხულო ბანაკმა“ უკრაინელი ბავშვებისთვის, რომელიც 30 აგვისტომდე 20 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბანაკში იმყოფებოდა 100 დევნილი, უკრაინელი ბავშვი, რომლებმაც მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გამოიარეს. ეს ბავშვები იყვნენ ზუსტად იმ ქალაქებიდან, სადაც ყველაზე მეტად განადგურდა. ბანაკში მუშაობაში ჩართული იყო 40 ლიდერი, მათ შორის იყვნენ ხსნის არმიის ოფიცრები, მსახურები, მოხალისეები და ასევე მოლდავეთიდან ჩამოსული 10 კაციანი ჯგუფი. ისინი რამდენიმე თვით ადრე ემზადებოდნენ ამ ბავშვებთან შესახვედრად, ლოცულობდნენ მათთვის და ამ ბანაკისთვის და თითოეული დღის უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩატარებისთვის.

ბანაკი მიმდინარეობდა საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აჭარაში, კერძოდ ურეკში. პროგრამა მოიცავდა შემეცნებით-გასართობ ელემენტებს. ასევე მათ უტარდებოდათ მასაჟთერაპია კვალიფიცირებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ბიბლიური ისტორიები, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში და მოესმინათ ამომწურავი პასუხები კითხვებზე. რამდენიმე დღე გვქონდა მოკლე გასვლითი ექსკურსიებიც, მათ შორის დენდროლოგიურ და მუსიკალურ პარკში. უფლის წყალობით, ბანაკმა წარმატებით ჩაიარა, სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად,თითოეული ლიდერი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავიანთ საქმეს.საოცრად იგრძნობოდა უფლის თანდასწრებაც, რომელიც გვავსებდა თითოეულ დღეს ახალი ენერგიით და ძალებით.

ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას ამ ბავშვებისთვის და მთელი უკრაინისთვის რწმენით,რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში და მშვიდობიანადათ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.