წელს საშობაო სცენას როცა ვაწყობდი მივხვდი, რომ ამას უკვე დაახლოებით 50 წელია ვაკეთებ. წლების მანძილზე ოფისში ან სახლში ამ საშობაო სცენის აწყობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან მახსენებს იესოს სასწაულებს.
ყოველ ჯერზე, როცა პატარა იესოს ვაწვენ ბაგაში მახსენდება, რომ იგი ღმერთია მაგრამ ჩვენთვის ადამიანად მოევლინა. ის გახდა ჩვენი მსგავსი, რათა ჩვენთან ყოფილიყო, რათა განეცადა ადამიანური ბუნება – თუმცა ის მაინც ღმერთად დარჩა. საოცარი კურთხევაა წლის ამ დროს ამ სასწაულის გახსენება და მადლობის გადახდა იმისთვის, თუ ვინ არის ის ჩვენთვის.
პატარა ქრისტეს სასწაულია ის, რომ მან ნათელი შემოიტანა სამყაროში. შობის დღეს ჩვენი ქალაქები განათებულია. განსაკუთრებით ღამით მიყვარს ქალაქში სეირნობა, თვალიერება და იმის ნახვა თუ ქალაქის მერიამ თუ საბჭომ რამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ქალაქი რაც შეიძლება ლამაზად მოერთო. მიყვარს სურათების გადაღება, რომლებიც მახსენებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქალაქის განათებაში ჩაიდო წლის ამ პერიოდში მის გასახალისებლად და გასამხიარულებლად.
სინათლე და სიხარული მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და როცა განათებულ ადგილას ვსეირნობ, ზაფხულის სინათლეში თუ ზამთარში შობის დროს, ჩვენი გული ხარობს, რადგან ვიცით, რომ სინათლე კარგია. ეს არის ის, რაც გვიზიდავს.
იოანეს სახარების მე-8 თავის მე-12 მუხლში იესო ამბობს “მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.” ამ ცივ ღამეებში ხანდახან გვჭირდება სინათლე, რომ სიბნელეში არ ვიაროთ ან არ წავბორძიკდეთ, დავეცეთ და დავზიანდეთ. ეს ნამდვილად არ გვინდა! მაგრამ ცხოვრებაშიც გვჭირდება სინათლე, რომელსაც გავყვებით და რასაც ამ ადვენტზე და შობას ვზეიმობთ არის სწორედ ამ სამყაროში სინათლის – თავად იესოს – მოვლინება. როდესაც განვაახლებთ აღთქმას იესოსთან შობის გახსენებასთან ერთად, ვიცით რომ ჩვენს გულებშიც გაჩნდება სინათლე.
ვლოცულობთ, რომ იესოს სინათლემ გაგინათოთ ეს ქრისტეშობა, რომ მისი თანდასწრება იყოს თქვენს ცხოვრებაში და მისი შუქი ირეკლებოდეს თქვენში და ყველამ დაინახოს, რომ იესოს სინათლე ანათებს თქვენს გულებში.
როცა დავფიქრდებით იესოს სასწაულზე, მოდით დავფიქრდეთ იმ სინათლეზე, რომელიც შემოდის სამყაროში, მოდით მივიღოთ ეს სინათლე, მოდით ავირეკლოთ ეს სინათლე, მოდით ვაქციოთ ეს სამყარო უკეთეს ადგილად.
დაუ უფალმა გაკურთხოთ ამ შობას.