არის თუ არა „იესოს სახელი“ მანტრას სახეობა?

„მანტრა“ არის ბგერა, რომელიც უკავშირდება ინდუიზმსა და ბუდიზმს. ბგერა გამოიყენება რათა გააანალიზოს ფიქრი ან მიზანი. სიტყვას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, როგორიცაა მაგ: ლოცვა, ჰიმნი ან დამარცვლა. ეს არის ბგერის ან სიტყვის გამეორება, რომელმაც უნდა მოახდინოს ეფექტი. 

 

საინტერესოა, რომ იესო გამუდმებით საუბრობდა მისი სახელით ლოცვის შესახებ. 
გთავაზობთ ერთ მაგალითს:

 
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
იოანე 14:14

ნათელია, რომ პირველმა ქრისტიანებმა მიიღეს მისი სწავლება და პრაქტიკაშიც იყენებდნენ მას. მათ სჯეროდათ, რომ იესო იყო მათ შორის, როდესაც მისი სახელით იკრიბებოდნენ (1). ისინი აცხადებდნენ, რომ სასწაულები ხდებოდა რწმენით იესოს სახელით (2). ისინი ნათლავდნენ იესოს სახელით (3) და აცხადებდნენ, რომ ხსნა არის მხოლოდ მის სახელში (4) თუმცაღა, არაფერია იმის მანიშნებელი, რომ ისინი იესოს სახელს იყენებდნენ მანტრას ფორმით. სახელს ჰქონდა ძალა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოიყენებოდა რწმენით იესო ქრისტეში. თუ იგი გამოყენებულ იქნებოდა მსგავსი კონტექსტის მიღმა, სახელს შესაძლოა ემოქმედა მიზნის წინააღმდეგ. ამის მაგალითი შესაძლოა ვიპოვნოთ სკევას შვიდი ვაჟის ისტორიაში, რომლებიც ცდილობდნენ განედევნათ ბოროტი სულები იესოს სახელით, ისე რომ არ იცნობდნენ მას როგორც იესო ქრისტეს (5). 

მე ხშირად წარმოვთქვამ „იესოს“ მაგრამ არა როგორც წმინდა სიტყვას ან მაგიურ ფორმულას რომელიც დამაკავშირებს მე ღვთიურთან, რაც არის ჩემს გარეთ ან ჩემში. სწორედ ამ სახელით, მამა ღმერთი არის განდიდებული, რადგანაც იგი ადასტურებს, რომ მე მწამს იგი და ყოველივე რაც მან ჩემთვის გააკეთა. მოგვიანებით, იგი ადასტურებს, რომ რწმენა არის დაკავშირებული მის სახელთან და არა ჩემთან. 

ამგვარად, როგორც გენერალი ფედლი შეგვახსენებს „ჩვენი მისიაა ადამიანური საჭიროებების გათავისება იესოს სახელით“ (6) – ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე „წმინდა ბგერა“ – იგი ჩვენს მსახურებას ათავსებს ღმერთის მისიის შუაგულში. ამ მისიის მიზნით, არაფერი იქნება გაკეთებული, არც არის რაიმეს გაკეთება შესაძლებელი, მისი სახელის მიღმა.

„ციური მანნა“ დღეისათვის: 

მხოლოდ იესო ქრისტეს სახელით!

—————————– 
(1) მათე 18:20 
(2) საქმეები 3:16 
(3) საქმეები 2:38 
(4) საქმეები 4:12 
(5) საქმეები 19:13-16 
(6) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

Leave a Reply

Your email address will not be published.