მსოფლიოს სჭირდება პური!

მე მახსოვს კრიზისი ბიაფრაში. კვლევებით მიჩნეულია, რომ შიმშილის ეს კატასტროფა არის პირველი ჰუმანიტარული კრიზისი, სადაც  მედიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ამ მოვლენაში მთელი მსოფლიო ჩართულიყო. ჩემმა ოჯახმა ამ კრიზისამდე რამოდენიმე თვით ადრე შეიძინა ტელევიზორი და გაძვალტყავებული ბავშვების ხილვამ ჩემზე, 11 წლის ბიჭუნაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 

მე ასევე მახსოვს ნორვეგიის ეკლესიის შემწეობის შესაგროვებელი პირველი ყუთი წარწერით „პური მსოფლიოსათვის“. ეს იყო როგორც გამოხმაურება 1968 წლის მარხვის პერიოდში. რასაკვირველია, მეც ჩემი წვლილი უნდა შემეტანა და დავხმარებოდი შესაწირის ყუთის შევსებაში. მსოფლიოს სჭირდება პური.

რომაელმა იმპერატორებმა იცოდნენ ეს, და ხალხს აძლევდნენ პურს და სანახაობას. მოლდოვაშიც კი, სადაც ჩვენ შვიდ წელიწადზე მეტია ვცხოვრობთ, პური ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან და საკმაოდ იაფი ღირს, რათა გაჭირვებულებმა პურის ყიდვა მაინც შეძლონ.

იესომ გამოკვება უამრავი ადამიანი ხუთი პურითა და ორი თევზით, შედეგად კი, უამრავი ადამიანი გახდა მისი მიმდევარი. იესომ ჰკითხა მათ მიზეზი, და მისი მსჯელობა ადამიანებთან მოიცავს ამ დებულებას:

,,მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.“იოანე 6:35

თუ მე მსურს იესოს ცხოვრება ადამიანებს გავაცნო, მისი ცხოვრების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ იგი დააპურებს ადამიანების სულიერ შიმშილს. იგი არის საკვები სიცოცხლისათვის. უილიამ ბუთის არგუმენტი, რომ ვერ უქადაგებ სახარებას, ადამიანს, რომელსაც მშიერი კუჭი აქვს, კვლავ ჭეშმარიტია – თუმცა ფიზიკურ საკვებს ყოველთვის თან უნდა ახლდეს სულიერ საკვები.

ალბერტ ორსბორნმა ეს ჩააქსოვა შესანიშნავ სიმღერაში: „ჩემი ცხოვრება ქრისტეს მიერ გატეხილ პურს უნდა ჰგავდეს“ (1). რადგანაც იესოს მსგავსად ჩვენც სამყაროში ვართ (2). ამდენად, თუკი იგი სამყაროში არის როგორც „სიცოცხლის პური“, ჩვენც ისეთივე უნდა ვიყოთ.

მე სულიერად დანაყრებული ვარ როდესაც ვხვდები იმ ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთი რწმენის ისტორიებს მიზიარებენ, ეს არის ზეციური პური; და მე ვლოცულობ, რომ ისინიც ისევე დანაყრდნენ, როდესაც ჩემს ისტორიას ვუზიარებ.

„მანნა“

… არის პური ზეციდან ყოველ დღე!

————————–

(1) სრული ტექსტის რუსულ ენებზე:

Должна быть жизнь моя как хлеб
Преломленный ХристомКак чаша, 

полная любви

Сокрытой чудно в Нём

Другие души, чтобы могли
Познать Его во всём. 

Вся жизнь моя в Его руках,

Я Им благословлён

Там за потоком есть страна

К неё путь мой устремлён

Исполнить, чтоб любви закон

Спасать, коль сам спасён 

Господь, пошли мне благодать

Делить с Тобой всегда

Весь груз принесшей плод лозы

Стократный дар зерна.

Любой, кто отдал жизнь тебе

Воскреснет для Тебя.

(2) 1 იოანე 4:17ბ

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები

Leave a Reply

Your email address will not be published.