ხედავ საგზაო ნიშნებს?

წინა კვირაში მე ვწერდი იმ ფაქტის შესახებ, რომ გზა წინ უსწრებს სიცოცხლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი მადლი გამოვლინდება სიცოცხლის ექსტრავაგანტულობის სასწაულით ჩვენს პლანეტაზე.

ნებისმიერი სხვა განმარტება სიცოცხლის სასწაულისა, გარდა დიადი შემოქმედისა, არალოგიკურად ჟღერს, და როდესაც ადამიანი ცდილობს უფრო მეტი შეიტყოს, იგი ერთვება სულიერ მოგზაურობაში – გზა. რომელსაც მივყავართ სიცოცხლის მიმნიჭებლისაკენ.

წინა კვირის ბლოგთან მიმართებაში, მე ასევე ვწერდი „იხვების შესახებ, რომლებიც არიან ხელშემწყობნი იქ, სადაც საგზაო ნიშნები არ არის მითითებული“. ის ფაქტი, რომ საგზაო ნიშნები არ არის ყველგან აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არასოდეს არსებობდნენ. ფოლადისაგან საგზაო ნიშნებზე, გამოდის კარგი პირი იმ „იარაღისათვის“ რომელიც აუცილებელია მინდორში სამუშაოდ.

სამყაროს განმგებელს აქვს მყარი მოტივაცია მოაცილოს სულიერი „საგზაო ნიშნები“. აქედან გამომდინარე, ღმერთმა შექმნა ადამიანი გარკვეული კომპასის მსგავსად. პავლე „კომპასს“ ამგვარად აღწერს:

ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს.
რომაელთა 2:14-15

ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც არ არის „საგზაო ნიშნები“, სინდისს შეუძლია დაგვეხმაროს განვასხვავოთ სწორი არასწორისაგან. ამგვარად, ეს არის „ბუნების“ კიდევ ერთი დამოწმება – ამ შემთხვევაში ადამიანის ბუნებისა.

კ.ს. ლუისმა უარყო ღმერთი ყოველივე ბოროტისათვის რაც სამყაროში არსებობდა, შემდეგ მან საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა: „როგორ უნდა გავაკეთო განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის“ – ამან დააყენა იგი იესოს ძიების გზაზე, და აქცია გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო აპოლოგეტად.


ჯეიმს ფ. ენგელსმა შექმნა გზის შკალა ღმერთის მიერ გაფრთხილებიდან, როგორ უნდა გახდე მომწიფებული ქრისტიანი. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს გავაცნობიეროთ, რა სახის მოგზაურობაში ვიმყოფებით (1). მასში ძალიან კარგადაა ილუსტრირებული გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ მოქცევამდე და მას შემდეგ.

თუმცაღა, რაც უფრო ადრე დაადგება ადამიანი ამ გზას, უფრო მეტად გამოჩნდება, რომ მასზე მოგზაურობა შესაძლოა უფრო მარტივი იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ხედავდა ამას სოლომონი და სწორედ მას ვანდობ მოგვცეს

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენიდა სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. (2)

—————————————————
(1) გთავაზობთ მოკლე ვიდეოს „ენგელსის შკალის“ განმარტებით ინგლისურ ენაზე
(2) იგავნი 22:6

პოლკოვნიკი იოსტინდა  ნილსენები

Leave a Reply

Your email address will not be published.