თქვენ უნდა გაეცნოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია”,საქართველოს  წარმომადგენლობის ვებგვერდის გამოყენების პირობებს https://salvationarmy.ge/.

ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ხსნის არმიის საქართველოს წარმომადგენლობის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.

ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია, განსხვავებული მართვის სისტემით და საქმიანობით. ხსნის არმიის დოქტრინები მიჰყვება ქრისტიანული რწმენის მთავარ პრინციპებს. ხსნის არმიის რწმენა ხაზს უსვამს ღმერთის ხსნის მიზანს. ხსნის არმია მიზნად ისახავს ”ხელი შეუწყოს ქრისტიანულ რწმენას … განათლებას, სიღარიბის დაძლევას და სხვა საქველმოქმედო საქმიანობას საზოგადოების ან მთლიანად კაცობრიობის საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე” *.

ხსნის არმიის საქმიანობა ოფიციალურად დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში 1991 წლის ივლისში, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდნენ ნორვეგიის, ისლანდიის და ფერარის ტერიტორია პოდპოლკოვნიკების ჯონ და ბიორგ ბიარტვეიტების ჩამოსვლით.

კომისარი რეინდერ ჯ. შურინკის ხელმძღვანელობით, ხსნის არმია მუშაობას შეუდგა უკრაინაში (1993), საქართველოში (1993) და მოლდოვაში (1994). მოგვიანებით კი რუმინეთში 1999 წელს.

2015 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ხსნის არმიის სტრუქტურაში, ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის შტაბბინა მდებარეობს კიშინიოვში (მოლდოვა), რომელიც კოორდინირებას უწევს ხსნის არმიის მუშაობას რუმინეთში, საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში.

ამ ტერიტორიაზე სახარება იქადაგება: ქართულ, მოლდავურ, რუმინულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

ჩვენი მიზანია ქვეყნის ჰუმანიტარული და სოციალური საჭიროებების, აგრეთვე მისი მრევლისა და ადგილობრივი თემების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, რომლებიც მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკასა ასევე მონაცეთა (Cookie) პოლიტიკაში. თუ არ ეთანხმებით წინამდენარე წესებსა და პირობებს, არ გააგრძელოთ ჩვენი ვებგვერდის მონახულება.

საქართველოში ხსნის არმიის ვებგვერდზე https://salvationarmy.ge/ წვდომა უფასოა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

მომხმარებელი პასუხისმგებელია შემდეგ ხარჯებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ვებსაიტის სტრუქტურა, ტექსტი, სურათები და ყველა ის ელემენტი, რომლებიც ჩვენს ვებგვერდს ქმნის, წარმოადგენს ხსნის არმიის საკუთრებას საქართველოში. თქვენ არ გაქვთ https://salvationarmy.ge/ ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის კოპირების, გავრცელების, წაშლის, გამოქვეყნების ან გაყიდვის უფლება.

* ხსნის არმიის რეგულაციები 1980 წ

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

 http://www.salvationarmy.org/