1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს “ხსნის არმიის” საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ. “ნატვრის ხე”, იგივე “ანგელოზის ხე” 2010 წლიდან ხორციელდება და მიზანად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების…Continue reading ნატვრის ხე
სამი დღის ოთხი ამბავი
https://youtu.be/B8RVdtGGyp8 პარასკევის გვიან საღამოს, მომცრო სამზარეულოში, ხსნის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცი ლევანი, ნინო და პავლე ღამის თბილისში სამოგზაუროდ ემზადებიან. ნინო ქვაბებს დასტრიალებს, პავლე და ლევანი კონტეინერებში ალაგებენ ცხელ საჭმელს. ჩაითაა ავსებული უზარმაზარი თერმოსიც. იტვირთება მანქანა და კოტე აფხაზის ქუჩისკენ იღებს გეზს: როგორც მაიორი ნინო მიხსნის, დათქმული ტრაექტორიით, აქ ეგულებათ ის უსახლკაროები, რომლებსაც წინა წლებში, ყოველ…Continue reading სამი დღის ოთხი ამბავი
სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა
საშინელებათა ფილმებში არაერთხელ მინახავს კადრი, როდესაც მსოფლიო თითქოს დროებით არსებობას წყვეტს. ადამიანებისაგან დაცარიელებული ქუჩები, ბავშვების ჟრიამულის ხმას მოკლებული პარკები, დახურული სავაჭრო ცენტრები, ასეთი კადრები ჩემში შიშის გრძნობას ბადებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად გადამხდენოდა თავს. 2020-მა წელმა ამ სურათის რეალურ სამყაროში გადმოტანა და გაცოცხლება შეძლო, უხილავმა მტერმა სახლში იძულებით გამოგვკეტა და ყოველდღიურ რუტინას…Continue reading სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა
მე ვარ სტეფანე
მე ვარ სტეფანე, 11 წლის. მანამ სანამ გავიცანი უფალი, მე ვიყავი დაუმორჩილებელი ბავშვი. არ მიყვარდა ჩემს ტოლებთან ურთიერთობა და ამიტო სკოლაში მეგობრები არ მყავდა. არ მინდოდა მარტო სახლში დარჩენა როცა მამა მთვრალი იყო, ხშირად ვეჩხუბებოდი მას. ერთი წლის უკან როცა დედამ მომიყვანა ეკლესიაში, ჩემი ხასიათი ნელ-ნელა შეიცვალა. ეკლესიაში საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა მასწავლეს მშობლების პატივისცემა და…Continue reading მე ვარ სტეფანე
შენ შემქმენი და შენ მასუნთქებ
შენ შემქმენი და შენ მასუნთქებ, შენ მზრდი და მეხმარები შევიმეცნო სამყარო. შევიცანი მამა და ვკითხულობ ბიბლიას. მინდა გავიზარდო და შევიცვალო, ვიმხიარულო და ვისწავლო, უკეთესი გახდეს სამყარო. მე ჯერ მხოლოდ ბავშვი და დახმარება არ შემიძლია. ტიმოთე რაკ, 6 წლის. დნეპრის კორპუსი
კადეტები სესიიდან ,,შერიგების მაუწყებელნი“ (2020-2022)
მარია ეგოროვა კორპუსი ,,კრეპივნიცკი“ სასწავლო კორპუსი ,,კიევი მაიაკი“ უკრაინა თეონა ჯიქია კორპუსი „ფონიჭალა“ სასწავლო კორპუსი ,,სამგორი“ საქართველო ალექს ბაგლარი კორპუსი „დუბასარა“ სასწავლო კორპუსი ,,კიშინოვი ცენტრალური“ მოლდოვა მადონა მიზილინი კორპუსი ,,ფონიჭალა“ სასწავლო კორპუსი „თბილისი ცენტრალური“ საქართველო ალექსანდრე პარაჟნუკ კორპუსი ,,ახალი ბელცი“ სასწავლო კორპუსი ,,დროკია“ მოლდოვა მარია გავრილოვა (პარაჟნუკ) კორპუსი ,,ახალი ბელცი“ სასწავლო კორპუსი ,,დროკია“ მოლდოვა
დამოწმება ღვთის მუშაობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში
მე ვარ რაილან გლებ, 11 წლის. მე დავდივარ ხსნის არმიის კორპუსში დროკია, თითქმის დაბადებიდან , დედა და ბებია ხსნის არმიის უფროსი ჯარისკაცები არიან. ოთხი წლის ასაკში მე დაავადდი 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ვიყავი ინსულინდამოკიდებული. ეს ძლიერი გამოცდა ოყო ჩემი ოჯახისთვის, მხოლოდ ღმერთი იყო ჩვენი ძალა და იმედი გავმკლავებოდით სირთულეებს. ვგრძნობდით სულიერ გამხნევებას და ლოცვით…Continue reading დამოწმება ღვთის მუშაობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში
ხსნის არმიის საქმიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს
2020 წლის გაზაფხული ნამდვილად უჩვეულოდ დაიწყო, მარტის შუა რიცხვებიდან როდესაც კოვიდ-19 ინფექციამ ეპიდემიის სახე მიიღო, საქართველოს მთვრობამ გამოაცხადა მთელი ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამ მდგომარეობამ რა თქმა უნდა სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, აიკრძალა ადამიანების თავშეყრა სამ ადამიანამდე, მათ შორის რელიგიური მიზნით. მსახურება დაუყოვნებლივ გადავიდა ონლაინ რეჟიმში, თუმცა სამწუხაროდა ადამიანთა გარკვეულ ნაწილს…Continue reading ხსნის არმიის საქმიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს
ახალი დანშნულებები აღმ. ევროპის ტერიტორიაზე
2020 წლის 1 ივლისიდან პოლკოვნიკები იოსტინ და მაგნა ნილსენები დაიკავებენ ახალ დანიშნულებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. პოლკ. იოსტინი დაიკავებს პროგრამების დეპარტაპენტის უფროსი მრჩევლის ადგილს და პოლკ. მაგნა კი პერსონალის უფროსი მრჩევლის ადგილს ნორვეგიისა და ისლანდიის ტერიტორიაზე. პოლკოვნიკმა ნირსენებმა ბოლო რვა წელი გაატარეს აღმ. ევროპის ტერიტორიაზე, და აქედან ხუთი წელი ეკავათ გენერალური მდივანის/ტერიტორიის ქლთა მსახურების მდივანის პოზიცია,…Continue reading ახალი დანშნულებები აღმ. ევროპის ტერიტორიაზე